2019-12-31

ფორმულა ერთის ისტორია

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
5 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ფორმულა ერთის ისტორიას 30-იანი წლების ევროპაში ჩაეყარა საფუძვლები, სახელწოდებით „European Championship“ ორგანიზატორებს რეგლამენტიც ჰქონდა შედგენილი, თუმცა ხელი როგორც ყოველთვის ომმა შეუშალა. მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად შეცვალა სამყაროს აზროვნება, მსოფლმხედველობა. კაცობრიობას დიდი დრო დასჭირდა დაეძლია დეპრესია. მათ ხომ დიდი მისია ჰქონდათ, აეხდინათ ოცნენები, ასე რომ დეპრესიის დრო ნამდვილად აღარ იყო.

British Grand Prix

 ფორუმლა 1-ის პირველი ჩემპიონატი Fia-ს (Fédération Internationale de l'Automobile) ორგანიზებით 1950 წლის 13 მაისს დიდ ბრიტანეთში Silverstone-ის ავტოდრომზე გაიმართა. დიდი ბრიტანეთის გრან პრის (British Grand Prix) ესწრებოდა მისი აღმატებულება ჯორჯ VI, დედოფალი ელისაბედ ბოუზ-ლაიონი, პრინცესა მარგარეტი და 200,000-მდე მაყურებელი.



 Silverstone-ის ავტოდრომი 4,649 კილომეტრს შეადგენდა, მრბოლელებს კი უნდა გაევლოთ 70 წრე. ამ რთულ რბოლაში გაიმარჯვა იტალიელმა ემილიო ჯუზეპე „ნინო“ ფარინიმ  Alfa Romeo 158 Alfetta ბოლიდით. ის იყო პირველი მრბოლელი რომელმაც მოიგო ფორმულა ერთის 1950 წლის გრან პრი. პოდიუმზე მეორე ადგილი დაიკავა იტალიელმა Luigi Fagioli-იმ, ხოლო მესამე ადგილი კი ბრიტანელმა Reg Parnell-იმ.


Monza - უკანასკნელი წუთები

 1955 წლის 26 მაისი ტრაგიკული აღმოჩნდა ალბერტო ასკარისთვის, ის იტალიაში მონცას ავტოდრომზე (Autodromo Nazionale di Monza) მეგობარს Eugenio Castellotti-ის ესტუმრა. ის ახალ ბოლიდს Ferrari 750-ს ტესტავდა. იმ საბედისწერო დღეს, ალბერტო ასკარი არ აპირებდა ბოლიდის მართვას, მაგრამ ისე მოხდა რომ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ალბერტო მიუჯდა Ferrari 750-ის საჭეს, თვითმხილველების თქმით მან პირველი წრე ძალიან ნელა გაიარა, მეორე შედარებით სწრაფად, მაგრამ მესამე წრეზე Ferrari 750 ერთ-ერთ მოსახვევში, რომელიც Vialone-ით იყო ცნობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, ის ადგილზევე დაიღუპა.




 ალბერტო მეტისმეტად ცრუმორწმუნე გახლდათ და მისი დაღუპვაც ყველასათვის მოულოდნელი და იდუმალებით მოსილი იყო. მაგალითად ალბერტო საჭესთან მხოლოდ ერთი და იმავე ჩაფხუტით ჯდებოდა და არასდროს გადიოდა ტრასაზე თვის 26 რიცხვში, მას განსაკუთრებით ეშინოდა 36 წლის ასაკის მიღწევის, რადგან ამ ასაკში 1925 წლის 26 ივლისს „French Grand Prix“-ის მონაწილე Antonio Ascari, რომელიც მართავდა Alfa Romeo P2 ტრაგიკულად დაიღუპა, ის იყო Alberto Ascari-ის მამა. მცირე ხნით ადრე ალბერტო დახრჩობას გადაურჩა, მისმა ბოლიდმა Lancia D24-მა ბარიერი გაამტვრია და ზღვაში გადავარდა. მაშინ ავტომრბოლელი კი გადაარჩინეს, მაგრამ მისი „თილისმა”, ჩაფხუტი დაიკარგა, იმ დღის შემდეგ ავტომრბოლელმა იწამა, რომ სიცოცხლის საბედისწერო ზღვარი უკან მოიტოვა თუმცა მონცაში გასეირნება მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.




60-იანი წლები და ახალი ერა 

60-იან წლებში ბელგიაში „Belgian Grand Prix“ და იტალიაში „Italian Grand Prix” ტრაგიკულმა შემთხვევებმა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) დააფიქრა უსაფრთხოებაზე, მათ დააწესეს სიმძლავრეზე შეზღუდვები, ხოლო კონსტრუქტორებმა დაიწყეს მუშაობა ბოლიდის აეროდინამიკაზე. მოგვიანებით 1962 წელს ლოტუსის (Team Lotus) გუნდმა ახალი ბოლიდის Lotus 25-ის კონსტრუქციაში პირველმა დანერგა მონოკოკი.


 60-იან წლებში ბოლიდებზე გამოჩნდა სხვადასხვა სახის სარეკლამო სტიკერები, კომპანიები მზად იყვნენ ინვესტიცია ჩაედოთ ავტოსპორტში, რაც ამ დარგის განვითარების წინაპირობა გახლდათ. 1971 წელს კომპანია Goodyear-მა ფორმულა ერთის სხვადასხვა გუნდს შესთავაზა Racing slick ე.წ. „სლიკები“



ინოვატორები

 1976 წელს პუბლიკამ იხილა მეტად უცნაური ექვს ბორბალა ბოლიდი Tyrrell P34, ის აღჭურვილი იყო Ford-Cosworth DFV-ის ატმოსფერული 3,0 ლიტრის ძრავით და გამოიმუშავებდა 485 ცხენის ძალას. აეროდინამიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ წინა საბურავების დაპატარავება გადაწყვიტეს, შემდეგ კი მისი გაორმაგება.


 70-იან წლებში შეიძლება ითქვას ინოვატორები იყვნენ ლოტუსის გუნდი (Team Lotus), პირველმა მათ გამოიყენეს ბოლიდში Lotus 78-ში ე.წ „Ground effect“, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა შეჭიდულობის ძალას, პილოტებს კი მოსახვევის სწრაფად გავლაში ეხმარებოდა. ეს ყველაფერი კი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, რამაც ლოტუსის გუნდს  1977-ში და 78-ში გამარჯვებები მოუტანა.  



1978-79 წლები არ შეიძლება არ ისაუბრო ისეთ ბოლიდზე, როგორიც იყო brabham bt46b, მისი დიზაინი შეიმუშავა Gordon Murray-იმ, აღჭურვილი იყო Alfa-Romeo-ს 3.0 ატმოსფერული ძრავით და გადაცემათა კოლოფით, მისი მეტსახელი არც მეტი არც ნაკლები „fan car“ გახლდათ, რადგან  აეროდინამიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით, მას უკან გრადიოზული „ვენტილატორი“ ჰქონდა. ამ ბოლიდით ლეგენდარული ავსტრიელი  პილოტი ნიკი ლაუდა ასპარეზობდა.




ცვლილებები რეგლამენტში 

1980 წლებში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) რეგლამენტის თანახმად დასაშვები გახდა ტურბინირებული ძრავები, რაც იმას ნიშნავს რომ სხვადასხვა გუნდებს შეეძლოთ, აერჩიათ ან ტურბინირებული ძრავებით ან ატმოსფერული ძრავით ასპარეზი.



FISA–FOCA ომის დასასრული

1981 წლის მარტს გაფორმდა შეთანხმება FOCA-სა (Formula One Constructors' Association) და FIA-ს შორის, ხელშეკრულების თანახმად FOCA-ს მიეცა უფლება F1-ის რბოლების სატელევიზიო ტრანსლაციებზე.



ამომავალი ვარსკვლავები

1987 წელს „McLaren-Honda“-ს გუნდს შეუერთდა ახალგაზრდა ბრაზილიელი Ayrton Senna, 1988-89 წლებში მსოფლიომ იხილა გასაოცარი დუეტი Ayrton Senna-სა და Alain Prost-ს შორის. 88-89 წლებში ეს ორი დიდი მრბოლელი ასპარეზობდა McLaren MP4/4 და McLaren MP4/5 ბოლიდებით, შეიძლება ითქვას რომ ფორმულა 1-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საუკეთესო პერიოდიც იყო მათ ჯამში 16 გრან პრიდან 15 მოიგეს.




1994 წლის 1 მაისი იტალია „San Marino Grand Prix“ რბოლა დაიწყო, მაყურებელი ელოდება გასაოცარ სანახაობას თუმცა ის დღე ტრაგიკულად დასრულდა, მსოფლიომ დაკარგა დიდი ადამიანი Ayrton Senna. მე-7 წრეზე Senna Williams FW16 ბოლიდით Tamburello-ს მკვეთრ მარცხენა მოსახვევში შევიდა, მოსახვევის პიკის გავლის შემდეგ ის მოულოდნელად მოწყდა საფარს და დაეჯახა დამცავ ჯებირს. ტელემეტრის მონაცემებით, შეჯახების მომენტში სისწრაფე 220 კმ/სთ-ს შეადგენდა.





1995 წლიდან ფორმულა 1-ში ისეთ  ვარსკვლავები გაბრწყინდებიან, როგორებიც იყვნენ Schumacher, Herbert, Mika Häkkinen, Barrichello, Hill, Villeneuve და სხვები.



რეგულაციები 

 Ayrton Senna-ს დაღუპვამ ფორმულა 1-ში უსაფრთხოების სტანდარტებზე კი უდიდესი გავლენა იქონია. ყოველ წელიწადს ახალი რეგულაციებია. თანამედროვე ბოლიდებს აკონტროლებს ჭკვიანი კომპიუტერები, ეს კი იმას ნიშნავს რომ პილოტი უფრო დამოკიდებულია კომპიუტერზე და ინჟინერზე. 60-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა ცვლილებებს ვხედავთ, რომელიც ეხება, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატს, ისე ძრავების რესურსს, არც 2019 წელია გამონაკლისი, მაგალითად გამონაბოლქვის შემცირება და გარემოს დაბინძურებისკენ აღებული კურსი და სხვა. თანამედროვე  ფორმულა 1-ის გუნდის წლიური ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით განისაზღვრება, მაგალითად 2018 წლის Red Bull Racing-ის ბიუჯეტი შეადგენდა $310 მილიონს, Scuderia Ferrari-ის $ 410 მილიონი , Renault F1 Team $190 მილიონი. 


 ინჟინრების თუ პილოტების დაუღალავმა შრომამ გვაჩუქა ფორმულა 1, რომელიც ავტოსპორტის ყველაზე თუ არა ერთ-ერთი პოპულალური სახეობაა. დაე ვიყო გამოუსწორებელი ოპტიმისტი, მჯერა რომ ერთ დღესაც საქართველოში შემოვა სათანადო ინვესტიციები და ჩვენც ვიამაყებთ „Georgian Grand Prix“-ით