2021-06-01

6 ივნისს საქართველო მესამედ აირჩევს დრიფტის მეფეს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

6 ივნისი, 15:00 საათზე საქართველოში მესამედ ჩატარდება Red Bull Car Park Drift.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულს „დრიფტის მეფის“ ტიტული და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა ერგება.

Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.

დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან,  პროფესიონალ და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებიც ფლობენ მართვის მოწმობას ან ავტოფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას.

Red Bull Car Park Drift პირველად საქართველოში 2019 წელს ჩატარდა. შესარჩევი გაიმართა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვახტანგ ხურციძემ, რომელიც იმავე წელს მსოფლიო ფინალზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

2020 წელს საქართველოს შესარჩევი რუსთავის საერთაშორისო ავტოსადგომზე გაიმართა. გაიმარჯვა ნოდო კოდუამ, რომელმაც ქულათა უპირატესობით აჯობა თავის მასწავლებელ მევლუდ მელაძეს. მესამე ადგილი ერგო დავით ნუცუბიძეს. ნოდო კოდუა 2021 წელს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას

Red Bull Car Park Drift-ის გამარჯვებულის ფინალზე გამგზავრების ხარჯებს ფარავს კომპანია რედ ბული.

ქართული ავტოსპორტის და ღონისძიების მხარდამჭერია Myauto.ge და შეჯიბრთან ერთად, ტრადიციულად უფრო ახლოდან გაგაცნობთ მრბოლელებსა და კულისებში მიმდინარე მოვლენებს.

შეჯიბრება ტარდება Covid 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ღონისძიების გვერდი: https://fb.me/e/45Ylrudg9

ვებ- გვერდი: www.redbullcarparkdrift.com/

მსგავსი სტატიები

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი მახათას მთაზე გაიმართება
საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი მახათას მთაზე გაიმართება
2020-11-19

ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრებს, ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი შაბათი-კვირა ელის. 21-22 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დრიფტის შემპიონატის, ფინალუტი ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატში, ოცდ

ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-31

2020 წლის 30 აგვისტოს, ბელგიაში ფორმულა 1-ის რიგით მეშვიდე ეტაპი გაიმართა. რბოლას, რა თქმა უნდა, არდენების რეგიონში, მდებარე ავტოდრომმა „Circuit de Spa-Francorchamps“-მა უმასპინძლა.

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
2021-05-21

„23 მაისს, 12:00-დან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, პირველად საქართველოში, Festival of Speed გაიმართება. ეს იქნება ყველაზე დიდი, კლასიკური ავტომობილების გამოფენა-ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Historic Vehicles Associatio