Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
24 Hours of Le Mans
2020-02-13

24 Hours of Le Mans

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ყოველწლიურად დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან მდებარე ავტოდრომზე „Circuit de la Sarthe“ ყველაზე პრესტიჟული რბოლა იმართება. მას დაახლოებით 250,000-ზე მეტი მაყურებელი სტუმრობს. ტრადიციულად ივნისის თვეში ტარდება, მაგალითად 2020-ის მარათონი სტარტს შაბათს, 13 ივნისს აიღებს.

 ღონისძიების ორგანიზატორი საფრანგეთის საავტომობილო კლუბია A.C.O. (The Automobile Club de l'Ouest ), პირველად ლე-მანის 24 საათიანი რბოლა 1923 წლის 26-27 მაისს ჩატარდა. თავდაპირველად ავტოდრომის მანძილი 17 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა მრავალი მოდიფიკაციის შემდეგ ის 13 კმ-დე შეამცირეს. 30-იან წლებში დომინირებდნენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან Bugatti Type 57, Bentley 4½ Litre და Alfa Romeo 8C 2300. რბოლა შედგება ორი ნაწილისაგან, დღის და ღამის. ლე-მანის რბოლაში გუნდმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი, მანქანის სისწრაფესა და საიმედოობას შორის. ამ ყველაფერმა ბევრი ავტომწარმოებელი დააფიქრა სამომავლოდ შეექმნათ მეტად საიმედო მანქანა. 

 1936 წელს საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, შესაბამისად რბოლა გადადეს თუმცა ლე-მანის ისტორიაში პრობლემები ამით არ დასრულებულა. ევროპაში დენთის სუნი იდგა, გერმანია რევანშიზმის ტალღაზე საკუთარი სამხედო ძლიერების აღდგენას მიჰყო ხელი. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, შესაბამისად 1940-დან 1948 წლის ჩათვლით რბოლისთვის აღარავის ეცალა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე ახლებური იმედი აღმოცენდა, 1949 წელს ორგანიზატორებმა (The Automobile Club de l'Ouest) შეძლეს ავტოდრომის რეკონსტრუქცია. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა ავტოსპორტით. 1949 წლის 25-26 ივნისს სტარტი აიღო რიგით მე-17 გრან-პრიმ, რბოლა Ferrari 166 MM-ის დიდი წარმატებით დასრულდა. ბოლიდს მართავდა ენცო ფერარის მეგობარი Luigi Chinetti. 


 1955 წლის 11-12 ივნისის, რიგით 23-ე გრან-პრი ავტოსპორტისთვის ტრაგიკული გამოდგა. 35-ე წრეზე ფრანგი Pierre Levegh-სი, რომელიც მართავდა Mercedes-Benz 300 SLR-ს დაეჯახა 26 ნომრით მოასპარეზე Lance Macklin-ის Austin Healey 100S-ს. ავარიამ არა მხოლოდ პილოტის, არამედ 83 მაყურებლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი აფეთქებული მანქანიდან გატყორცნილი ნამსხვრევებისგან დაიღუპნენ. რბოლა ორგანიზატორებს არ გადაუდიათ, პოდიუმზე პირველი ადგილი ბრიტანელებმა Jaguar D-Type-ის მეშვეობით დაიკავეს. ამ ტრაგედიის შემდეგ უსაფრთხოება პრიორიტეტი გახდა, ორგანიზატორებმა (A.C.O.) მთლიანი ავტოდრომი განაახლეს, რეკონსტრუქციაზე 300 მილიონი ფრანკი დაიხარჯა.  


 ლე-მანის ყველაზე ცნობილი მონაკვეთია „Mulsanne Straight" თავდაპირველად მისი სიგრძე 5500 მ. შეადგენდა, ხოლო 1990 წელს სიჩქარის შესამცირებლად ორ ნაწილად დაყვეს, რადგანაც ტრასის ამ მონაკვეთზე ბოლიდები გიჟურ სიჩქარეს ავითარებდნენ, ასეთი იყო Roger Dorchy, რომელმაც 1988 წელს Peugeot WM P88-ით 405 კმ/სთ განავითარა. Mulsanne Straight-ზე როცა ვსაუბრობთ უნდა გავიხსენოთ Mark Webber-ის ავარია. 1999 წელს ლემანის საკვალიფიკაციო რბოლის დროს Webber-ის ბოლიდი Mercedes-Benz CLR No. 4 ამოტრიალდა. 
 

 ლე მანის 24 საათიან რბოლას არაერთი ფილმი მიუძღვნეს, ასეთია: რეჟისორ კლოდ ლელუშის მელოდრამატული ჟანრის ფილმი „A Man and a Woman“. ის ეკრანზე 1966 წელს გამოვიდა, ხოლო 1971 წელს John Sturges-მა გადაიღო ფილმი„Le Mans", მთავარ როლში Steve McQueen.  2019 წლის 15 ნოემბერს ვიხილეთ James Mangold-ის ბიოგრაფიული დრამა Ford v Ferrari, რომელიც ორი ავტოგიგანტის, დაპირისპირების ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს. ლე მანის 24-საათიანი რბოლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ავტომწარმოებელი Porsche გახლავთ, მას ეს რბოლა 19-ჯერ აქვს მოგებული. 

 

 

მსგავსი სტატიები

ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
2020-11-16

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი, ყველაფერი კვირას, 15 ნოემბერს თურქეთის გრან-პრიში გაირკვა. პოდიუმზე პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰამილტონმა არავის დაუთმო.

თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
2020-10-11

კვირას, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის მესამე ფინალური და თბილისის თასი 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება.

ფორმულა ერთის ისტორია
ფორმულა ერთის ისტორია
2019-12-31

ფორმულა ერთის ისტორიას 30-იანი წლების ევროპაში ჩაეყარა საფუძვლები, სახელწოდებით „European Championship“ ორგანიზატორებს რეგლამენტიც ჰქონდა შედგენილი, თუმცა ხელი როგორც ყოველთვის ომმა შეუშალა.