2020-08-26

2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

გასულ კვირას, ესნაპენთში ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ვიხილეთ, ის უფრო მოსაწყენი იყო ვიდრე სანახაობრივი, თუმცა გული არ გაიტეხო, უქმეებზე დიდი შერკინება გველოდება.

2020 Belgian Grand Prix-ის კვირის კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 28 აგვისტო Practice 1 დაწყების დრო - 13:00 - 14:30
  • 28 აგვისტო Practice 2 დაწყების დრო - 17:00 - 18:30
  • 29 აგვისტო Practice 3 დაწყების დრო - 14:00 - 15:00

რაც შეეხება ბელგიის გრან-პრის კვალიფიკაციას, ის 29 აგვისტოს 17:00 დაიწყება. ხოლო რბოლა, კვირას 30 აგვისტოს 17 საათსა და 10 წუთზე აიღებს სტარტს. პილოტებს ჯამში 44 წრის გავლა მოუწევთ, ავტოდრომის მთლიანი მანძილი კი 7.004 კილომეტრს შეადგენს.

სწრაფი წრე - 2019 წლის ბელგიის გრან-პრის, ყველაზე სწრაფი წრის (Lap Record 1:46.409) ავტორი სებასტიან ფეტელი (Sebastian Vettel) გახლავთ.


ისტორია - ბელგიის სამხრეთით, არდენების რეგიონში, ავტოდრომი „Circuit de Spa-Francorchamps“ 1921 წელს, არქიტექტორ–დიზაინერების Jules de Their-სა და Henri Langlos van Ophem-ის მეშვეობით აშენდა. იმისათვის, რომ 14,9 კილომეტრიანი მონაკვეთი შეეკრათ, არქიტექტორ–დიზაინრებმა, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენეს, რომლებიც სამ პატარა ქალაქს: ფრანკორშამს, მალმედს და სტალვოს აკავშირებდა.


ბელგიის გრან-პრი, პირველად 1925 წელს ჩატარდა, პირველი ადგილი კი Alfa Romeo P2-ის მრბოლელს ანტონიო ასკარის ერგო.

 

1972 წელს, ავტოდრომი „Circuit de Spa-Francorchamps“ უსაფრთხოების ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ორგანიზატორებს რბოლის გადატანაც მოუწიათ. მოგვიანებით 1979 წელს მთლიანად გადაკეთდა და მივიღეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი 7.004 კილომეტრიანი ავტოდრომი, რომელიც 19 მოსახვევისგან შედგება. ავტოდრომი 250,000-ზე მეტ მაყურებელს იტევს, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სავარაუდოთ FIA მაყურებლებს ისევ არ დაუშვებს.

 

რეკორდი - ბელგიის გრან-პრი ლეგენდარულმა მრბოლელემა მიხაელ შუმახერმა ექვსჯერ 1992, 1995, 1996, 1997, 2001, 2002 წლებში მოიგო.


მსგავსი სტატიები

Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
2020-07-23

2020 წლის სეზონი, ფერარისთვის კატასტროფული გამოდგა. სამი ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასის ორთაბრძოლაში, სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari) მეხუთე პოზიციას იკავებს და საგრძნობლად ჩამორჩება მეტოქეებს. ზოგადად ფერარის პრობლემა მარტო არასაკმა

რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
2020-09-22

ფორმულა 1, ავტოსპორტში ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობაა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები კონსტრუქტორთა თასისთვის იბრძვიან. ავტოსპორტში არის საკითხები, რაც მაყურებლისთვის უხილავია და შეჯიბრების დროს ამის

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა