Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
2020-11-16

ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი, ყველაფერი კვირას, 15 ნოემბერს თურქეთის გრან-პრიში გაირკვა. პოდიუმზე პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰემილტონმა არავის დაუთმო. ამ ურთულეს ბრძოლაში გამარჯვებით, მან ვადაზე ადრე, შვიდგზის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა და მიხაელ შუმახერს გაუთანაბრა. თურქეთში ჰემილტონის მთავარი მეტოქე, ვალტერი ბოტასი გახლდათ, თუმცა ლუისმა თანაგუნდელს 110 ქულით გადაუსწრო. პოდიუმზე ლუის ჰემილტონთან ერთად, ყველასათვის მოულოდნელად, სერხიო პერესი და სებასტიან ფეტელიც ვიხილეთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2020 წლის სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი:
  • 26-29 ნოემნბერი Gulf Air Bahrain Grand Prix 2020
  • 03-06 დეკემბერი Rolex Sakhir Grand Prix 2020
  • 10-13 დეკემბერი Etihad Airways Abu Dhabi Grand Prix 2020


საბურავები - კომპანია Pirelli-იმ თურქეთში, უხეში ტიპის საბურავები: C1, C2 და С3 წარადგინა. თითო გუნდს მარაგში ჰქონდა Hard-ის და Medium-ის სამ-სამი წყვილი, ხოლო Soft-ის ტიპის კი 7 წყვილი.


ავტოდრომი - სტამბოლში, ფორმულა ერთის ავტოდრომი, მრბოლელმა და არქიტექტორმა, ჰერმან ტილკემ დააპროექტა. „İstanbul Park“-ის მშენებლობა, 2004 წლის დეკემბერში დაიწყო და 2005 წლის 21 აგვისტოს საზეიმოთ გაიხსნა. მშენებლობა $230 მილიონი დაჯდა. ავტოდრომი 14 მოსახვევისგან შედგება. ერთი სრული წრის მანძილი 5,338 კმ-ს შეადგენს.  2005 წლის თურქეთის გრან-პრის, ყველაზე სწრაფი წრის (Lap Record 1:24.770) ავტორი, კოლუმბიელი მრბოლელი, Juan Pablo Montoya გახლავთ. 

 

სტარტი: სტარტამდე 1 საათით ადრე, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თუმცა მალევე გადაიღო, მაგრამ საფარი ძალიან სველი გახლდათ და ჭირდა მოჭიდება. Williams Racing-ის  გარდა, ყველამ წვიმის საბურავები აირჩიეს. სტარტისკენ მიმავალი ანტონიო ჯიოვინაზი, მოულოდნელად მოცურდა და გზიდან გადავარდა, თუმცა დროულად ამოიყვანეს ხრეშიდან. ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა Williams Racing-ის მრბოლელი ჯორჯ რასელი. მან წინა ფრთა დააზიანა. ვილიამსის ორივე ბოლიდმა, პიტ-ლაინიდან დასტარტა.


ამჯერად პოულ პოზიცია, Racing Point-ის მრბოლელს, ლენს სტროლს ეკავა. მეორე პოზიცია მაქს ფერსტაპენს, მესამეზე სერხიო პერესი, ხოლო მეოთხე პოზიციიდან ალექსანდერ ალბონმა დასტარტა.

სწრაფი წრე - „İstanbul Park“ ავტოდრომზე, ყველაზე სწრაფი წრის ავტორი, ამჯერად McLaren-ის პილოტი ლანდო ნორისი აღმოჩნდა. მისი შედეგი შემდეგნაირია: 1.38.806 


თურქეთის გრან-პრის დასრულების შემდეგ, 
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერმა და ფორმულა ერთის სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა კომენტარიც გააკეთა: „ლუის ჰემილტონმა რაინდის ტიტული დაიმსახურა. ის ნამდვილად იმსახურებს ამას. ჰემილტონი, მსოფლიო კლასის, მაღალი დონის სპორტსმენია. გარდა ამისა ის ბრიტანელია და ეს არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი პირობაც".


 

მსგავსი სტატიები

2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020-08-26

გასულ კვირას, ესპანეთსი ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ვიხილეთ, ის უფრო მოსაწყენი იყო ვიდრე სანახაობრივი, თუმცა გული არ გაიტეხო, უქმეებზე დიდი შერკინება გველოდება.

2020 წლის დრიფტის ჩემპიონატი, ნოდო კოდუას ტრიუმფით დასრულდა
2020 წლის დრიფტის ჩემპიონატი, ნოდო კოდუას ტრიუმფით დასრულდა
2020-12-03

22 ნოემბერს 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დრიფტის შემპიონატის, ფინალური ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატში, ათმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა:

Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
2020-11-04

2021 წლის ბოლოს, კომპანია Honda, ფორმულა ერთს ოფიციალურად დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე, მეხი გავარდა. ამდაგვარ სცენარს არავინ ელოდა. ყველაზე რთულ სიტუაციაში, Red Bull Racing და AlphaTauri აღმოჩნდა.