Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში
2020-11-25

ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება.

 ვირტუალური რბოლა ორი საათი გაგრძელდება და მასში სხვადსხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეოას. საქართველოდან შეჯიბრში ათი საუკეთესო სიმ რეისერი იასპარეზებს. მონაწილეების ვინაობა, ხვალ 26 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათზე წინასწარ საკვალიფიკაციო შეჯიბრში გამოვლინდება. 



ვის შეუძლია კვალიფიკაციაში მონაწილეობა ?
კვალიფიკაციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობისთვის საჭიროა პერსონალური კომპიუტერი და სარბოლო სიმულატორი, Assetto Corsa ოფიციალური პეკებით. ხოლო რეგისტრაციისთვის საჭიროა, გააგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი 17 ციფრიანი სტიმის ID და ტელეფონის ნომერი მისამართზე simulexeracing@gmail.com არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.


რბოლა გაიმართება GT3 კლასის შემდეგი ბოლიდებით:

  • Audi R8 LMS 2016
  • BMW Z4 GT3
  • Ferrari 488 GT3
  • Lamborghini Huracan GT3
  • Mclaren 650S GT3
  • Mercedes-Benz AMG GT3
  • Nissan GT-R GT3

აქვე შეგახსენებთ,რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია “სიმულექს რეისინგი”-ს ორგანიზებით წელს პირველად საქართველოს ჩემპიონატი სახელწოდებით „Georgian Digital Championship 2020” უკვე გაიმართა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.


მსგავსი სტატიები

სებასტიან ფეტელი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს
სებასტიან ფეტელი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს
2020-09-13

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, (2010, 2011, 2012, 2013) სებასტიან ფეტელის მომავალი გარკვეულია. გერმანელმა მრბოლელმა, Racing Point-თან კონტრაქტი გააფორმა. 2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონს, ლენს სტროლთან ერთად იასპარეზებს.

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.

რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
2020-07-24

კორონავირუსმა (Covid-19) თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო, პანდემიის გამო ცვლილებები რალის მსოფლიო ჩემპიონატსაც (World Rally Championship) შეეხო