Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Myauto-მ მობილური აპლიკაცია გაუშვა
2020-09-17

Myauto-მ მობილური აპლიკაცია გაუშვა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. ახლახანს შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს პლატფორმით სარგებლობას გაუმარტივებს და ამიერიდან ავტოსამყარო შენს ხელში იქნება. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS მოწყობილობებზე ნებისმიერი მონაცემების მქონე სმარტფონისთვის. აქ სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი და დაემატა ახალი ჭკვიანი მოდულები. 


ჩვენ, მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ მთავარი გვერდი, რათა უფრო მარტივად ნახო სასურველი ავტომობილი. ასევე,  განახლდა და დაიხვეწა ძებნის მოდული, სადაც ერთი ან რამდენიმე მარკისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალების მოძებნაა შესაძლებელი. თუ ერთდროულად გაინტერესებს ჰონდა ფიტიც და S კლასის მერსედესიც სხვადასხვა მონაცემებით, შეგიძლია თავი არ შეიზღუდო. აქვეა საშენო განცხადებები, რომელიც შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით სპეციალური ალგორითმის დახმარებით გთავაზობს საშენო განცხადებებს. ასევე, სისტემა იმახსოვრებს შენი ბოლო ძიებების ფილტრებს და შესაბამისი პატარამეტრებით გიჩვენებს ძიებების ველში.




სასურველი ავტომობილის მოძებნას გაგიადვილებს სტიკერები, რომელიც რეალურ ცხოვრებაზე მორგებული ფილტრებით მარტივად გაპოვინინებს საშენოს, როგორიცაა ოჯახის მანქანა, დაურტყმელი, ახალი ჩამოყვანილი და სხვა. Ასევე, შეგიძლია თეგების გამოყენება, რომელსაც სისტემა ავტომატურად ანიჭებს განცხადებებს.

აპლიკაციაშივე შეგიძლია შეამოწმო ვინ კოდი და გაიგო ავტომობილის რეალური ისტორია. მთავარ გვერდზევე ნახავ საშენო ავტობლოგზე განთავსებულ უახლეს პოსტებს, სადაც ავტოინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს და განხილვებს გაეცნობი. 

სრულად განახლდა და მნიშვნელოვნად დაჭკვინდა განცხადების დამატების ფუნქცია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას მონაცემების 90% ავტომატურად შეავსო - მარტივად VIN კოდის მითითებით, ან ტექ-პასპორტის დასკანერებით, რის შემდეგაც ავტომობილის მონაცემების დიდი ნაწილი შეივსება. განახლდა და დაიხვეწა ძებნის შედეგების გვერდი, სადაც განცხადების გვერდზე შესვლის გარეშე, გარედანვე, მარტივად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია შეთავაზების შესახებ და დაათვალიერო ფოტოები. 

განცხადების გვერდზე დაემატა ბევრი საშენო სიახლე, ფასის განსაზღვრა, რომლის დახმარებით მარტივად შეგიძლია გაიგო, როგორ ფასად იყიდება ავტომობილი, ფასის შკალის საფუძველზე. აპლიკაციაში დაგხვდება VIN კოდის შემოწმების შესაძლებლობა ავტომობილის რეალური ისტორიის გასაგებად. ხოლო, რჩეული განცხადებების მოდულში თავმოყრილია შენ მიერ შეგროვებული განცხადებები.

აპლიკაციის გადმოწერას შეძლებ შემდეგი მისამართებიდან:

App Store : http://bit.ly/myauto-ios

Play store: http://bit.ly/Myauto-android

Myauto Mobile App პლატფორმის განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ყოველთვიურად 1.2 მილიონ მომხმარებელს გაუმარტივებს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას თუ სხვა სერვისების მიღებას, რომლებიც ავტოსამყაროსთანაა დაკავშირებული.


 

თეგები

მსგავსი სტატიები

COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა
2020-03-17

COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დიდი თუ პატარა კორონა ვირუსზე საუბრობს. 2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსულმა რესპირატორულმა ვირუსმა COVID-19-მა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია.

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020-05-19

ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.

2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2020-03-21

გასულ კვირას 2020 წლის 18 მარტს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მეშვიდე თაობის Elantra, კორეელებმა ბანალური „რესტაილინგი“-ის მაგივრად სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზეს. Elantra-მ Parametric Dynamics-ის