2020-03-17

COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დიდი თუ პატარა კორონა ვირუსზე საუბრობს. 2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსულმა რესპირატორულმა ვირუსმა COVID-19-მა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია. დღეის მდგომარეობით ვირუსით დაინფიცირებულია 182,764 ადამიანი, ხოლო 7,174 კი გარდაცვლილია. ვირუსმა ჩვენი დღის წესრიგი შეცვალა, დააზარალა ეკონომიკა. მაგალითად 9 მარტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ აშშ-ში აქციების ფასი 7,5 %-ით დაეცა, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ეკონომისტების ვარაუდით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 1,3 %-ით შემცირდება.


კორონა ვირუსმა ავტოინდუსტრიაც დააზარალა, მთავარი ღონისძიება 2020-ის „Geneva Motor Show“, რომელიც 5 მარტ უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ორგანიზატორებმა გააუქმეს. შვეიცარიას კუდში მიჰყვა 2020-ის New York-ის ავტოშოუ. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გადადეს და კარგ შემთხვევაში აგვისტოში ჩატარდება, ხოლო Auto Shanghai 2020-ის ბედი საერთოდ უცნობია, ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. არავინ იცის მაისში ჩატარდება კი „Madrid International Auto Show 2020“ ?

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტომწარმოებლები სათადარიგო ნაწილების ნაკლებობას განიცდიან და ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ ვადებს. ამის შესახებ თებერვლის თვეში Jaguar Land Rover-მა განაცხადა და დროებით წარმოება შეყვიტა, ასევე წარმოება 25-27 მარტამდე იტალიურმა კომპანიებმაც Ferrari-იმ და Lamborghini-იმ შეაჩერეს.


COVID-19-მა თავდაყირა დააყენა ფორმულა 1-იც, გაუქმებულია ბაჰრეიმის, ვიეტნამის და ავსტრალიის გრან პრი. 

მსგავსი სტატიები

Jeep Wrangler Rubicon 392 Concept
Jeep Wrangler Rubicon 392 Concept
2020-07-15

კონცერნ FCA-მა, ფორდს „პასუხის პასუხით“ უპასუხა და წარმოგვიდგინა V8 Hemi ძრავით, Jeep Wrangler Rubicon 392-ის კონცეპტუალური მოდელი.

Top 5 ფილმი მანქანაზე
Top 5 ფილმი მანქანაზე
2020-09-08

ავტოინდუსტრია, არა ერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმისთვის გამხდარა შთაგონების წყაროდ, შესაბამისად დღეს წარმოგიდგენ ხუთ საუკეთესო ფილმს, რომელიც უდავოდ შეგიქმნის კარგ განწყობას და დაგმუხტავს ენერგიით.

Top 5 გამძლე ავტომობილი
Top 5 გამძლე ავტომობილი
2020-11-11

ტექნოლოგიურ ეპოქაში, რთულია ისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც „გამძლეობაა“ მითუმეტეს, როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება. დღევანდელი ბლოგ-პოსტის მეშვეობით, მე გაგაცნობ Top 5 „გამძლე“ ავტომობილს, მაშ ასე დავიწყოთ: