2020-05-19

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.

ძარა - Huracán-ი ალუმინისგან და ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებული, ავტომობილის მასა შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 40 % (წინ) და 60 % (უკან), ის ჯამში 1,509 კილოგრამს იწონის. საბარგულის მოცულობა 100 ლიტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდვილის 4-5 პარკის მოთავსებას თავისუფლად შეძლებ. Huracán-ი აღჭურვილია Pirelli P Zero-ს სპეციალური საბურავებით, წინ 245/35 ZR19-იანი, ხოლო უკან 305/35 ZR19.


ძრავა და ტრანსმისია - ლამბო უკანა წამყვანია და აღჭურვილია, 610 ცხენის ძალიანი ატმოსფერული, 5,2 V-10 ძრავით და შვიდ საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფით (LDF dual-clutch transmission). მძღოლს შეუძლია აირჩიოს მართვის სამი რეჟიმი: Strada - ქალაქისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Sport და Corsa სარბოლო რეჟიმებია. თუ კომპანიას დავუჯერებთ Huracán Evo RWD Spyder-ს 100 კმ/სთ-ს განვითარება 3,5 წამში შეეძლება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 324 კმ/სთ იქნება.

ინტერიერი - იტალიელებს დიზაინი არასდროს ეშლებოდათ, აქ არის მულტი ფუნქციური საჭე, ცენტრალურ კონსოლზე, ლამაზადაა ჩაშენებული 8,4 დუიმიანი touch screen ეკრანი. ლამბოს სპორტული სავარძლები, ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებული და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის ტყავით და ალკანტარით. სახურავის გადახდას სულ რაღაც 17 წამი სჭირდება.


წვა - ლამბო შერეულ რეჟიმში 13,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მისი ავზის მოცულობა კი 83 ლიტრს შეადგენს. თუ შაბათ-კვირას, რუსთავის ავტოდრომზე „დამპლურ თამაშებს“ გადაწყვეტ 13,9 ლიტრი ნამდვილად არ გეყოფა.


ფასი - თუ ფიქრობ რომ ეს საშენო ავტომობილია, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ  2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder-ში $287,400-ის გადახდა მოგიწევს.


დასკვნა - ლამბოს დიდება ქუხს ევროპის ერთი კიდიდან მეორემდე და ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ მისი კონკურენტები უმძიმეს საგონებელში არიან ჩავარდნილი.

მსგავსი სტატიები

Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო
Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო
2020-09-18

გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მაგალითად სამუხრუჭე ხუნდების თუ დისკოების ცვეთის შედეგად გამოწვეული მტვერი, ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. შესაბამისად, კომპანიებისთვის ჰაერის დაბინძურე

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
2020-03-17

გლობალური ეკონომიკის რეცესიის პირობებში ყველაზე დაუცველები ჩვენაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყანები არიან, ახალმა კორონა ვირუსმა (COVID-19) მსხვილი ბანკებით დაწყებული, ტურიზმით თუ ავტოიმპორტით დამთავრებული, ეკონომიკის არაერთი სექტორი დააზარალა

Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
2020-07-22

Ford Performance-მა და კომპანია RTR Vehicles-მა, მომავლის დრიფტ-ქარი შემოგვაპარა. ეს პროტოტიპული „Mustang Mach-E 1400“ წარმოებულია საქმოქალაქო Mach-E GT-ის ბაზაზე, თუმცა სამოქალაქოსგან განსხვავებით შვიდი ელექტრო ძრავა და 56.8 kwh სიმძლავრის