2020-03-21

2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 


 გასულ კვირას 2020 წლის 18 მარტს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მეშვიდე თაობის Elantra, კორეელებმა ბანალური „რესტაილინგი“-ის მაგივრად სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზეს. Elantra-მ „Parametric Dynamics"-ის საფირმო სტილი მოირგო. Hyundai აღჭურვილი იქნება 149 ცხენის ძალიანი 2.0 MPI ძრავით და ვარიატორული IVT (intelligent variable transmission) გადაცემათა კოლოფით. კორეელებმა დიზაინთან ერთად საინტერესო სიახლეც შემოგვთავაზეს, Elantra იქნება ჰიბრიდი. მისი ერთრიგა 4 ცილინდრიანი 1.6 GDI ბენზინისა და 32 Kw ელექტრო ძრავა შეძლებს გამოიმუშაოს 139 ცხენის ძალა, რათქმაუნდა როგორც ყველა ჰიბრიდი, მასაც ექნება 1.32 kWh ლითიუმ-იონების ელემენტი (lithium-ion battery). კომპანია გვარწმუნებს, რომ Elantra-ს ჰიბრიდს ქალაქში 100 კილომეტრზე სულ რაღაც 4,7 ლიტრი საწვავი დასჭირდება, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ფურცელზეა და რაიმე კონკრეტული ტესტის შედეგი არაა. რაც შეეხება ინტერიერს, Elantra-ს კოკპიტზე შეგხვდებათ ორი 10,25-იანი ეკრანი აქედან ერთი მულტიმედიას ემსახურება. აუდიო სისტემა იქნება Bose-ს ბრენდის, საბაზისო თუ ტოპ ვერსიები აღჭურვილი იქნება Apple CarPlay , Android Auto, HD Radio და Bluetooth სისტემებით. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს SmartSense და ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა. მოკლედ თუ მსოფლიო კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პანდემიას და კრიზისს მალე დაამარცხებს, Hyundai Elantra-ს წარმოება ამა წლის სექტემბერში დაიწყება.




მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
2020-06-08

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

2021 წელს Opel-ი იაპონიაში დაბრუნდება
2021 წელს Opel-ი იაპონიაში დაბრუნდება
2020-04-12

14 წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული კომპანია Opel-ი იაპონიაში ბრუნდება. პირველ ეტაპზე სამი მოდელით იქნება წარდგენილი: ელექტრო Corsa-e, Combo Life და კროსოვერი Grandland X Hybrid4.

არწივი ნისლიანი ალბიონიდან
არწივი ნისლიანი ალბიონიდან
2020-02-06

2008 წლის 22 ივლისს „British International Motor Show“-ზე კომპანია ლოტუსმა წარადგინა „project eagle". ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ სამომავლოდ მიგვეღო ისეთი სპორტული მანქანა, როგორიცაა Lotus Evora. თუ აქამდე ხელმისაწვდომი იყო ხისტი Evora GT4