Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

2021 Toyota GR Yaris

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 პარასკევს 10 იანვარს Tokyo-ში საერთაშორისო ავტო შოუზე, „Tokyo Auto Salon" ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი, როგორიცაა: წინა და უკანა ბლოკირება, სრული ამძრაობა (AWD), 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, BBS-ის 18-იანი დისკები და Michelin Pilot Sport 4 S-ის საბურავები (225/40/ZR18). ის პატარაა, მაგრამ დიდი გულით დაასაჩუქრეს, სამ ცილინდრიანი 1.6 ლიტრის turbo ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 268 ცხენის ძალას, ხოლო მანქანის მასა სულ რაღაც 1280 კგ-ს შეადგენს. ძარის ნაწილები მაგალითად: კაპოტი და კარებები ალუმინისგან დაამზადეს, ხოლო სახურავი კარბონისგან.



 იაპონელებს 25,000 ცალი GR Yaris-ის წარმოება მოუწევთ, რათა შემდეგ წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) შეძლონ მონაწილეობა. აღნიშნულ მოდელის შექმნაში მონაწილეობდნენ Toyota Gazoo Racing და Tommi Makinen Racing ამიტომაც გამოვიდა სასწაული სათამაშო. აჩქარებას რაც შეეხება : 0-დან 100-ს 5.5 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 Km/h შეადგენს.

 პირადად მე მისი დიზაინი არ მომწონს, მეტიც პირველად რომ შევხედე შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს hyundai veloster-ის მინი ვერსიას ვათვალიერებდი. მოკლედ თუ მოგეწონა მაშინ გაამზადე $36,000 = 104,350 ₾


 


 


თეგები

მსგავსი სტატიები

Nuro R2 კურიერ-რობოტი
Nuro R2 კურიერ-რობოტი
2020-11-12

ტექნოლოგიების მიმართ შიში არც ისე ახალია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60–იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ადამიანებს, ავტომატიზაციის ეშინოდათ. უნდობლობას უცხადებდნენ ავტომობილებს, მეტიც, მას „ეშმაკის ეტლსაც“ კი უწოდებნენ. გავიდა დრო და ე

2021 Honda Civic Type R -  Limited Edition
2021 Honda Civic Type R - Limited Edition
2020-06-10

თუ Honda Civic Type R იშვიათი მოდელია, მაშინ Civic Type R Limited Edition-ზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ულტრა-იშვიათია. მსოფლიოს მასშტაბით 1,000 ეგზემპლარი იქნება ხელიმსაწვდომი

 Audi TT RS „40 Years of Quattro“
Audi TT RS „40 Years of Quattro“
2020-10-16

კომპანია Audi-იმ სპეციალური მოდელის, TT RS-ის წარმოება დაანონსა. შეიძლება ლეგიტიმური კითხვა დაგებადოთ: რა აქვს ამ მოდელს სპეციალური და განსაკუთრებული? საქმე იმაშია, რომ 40 წლის წინ, 1980 წლის 3 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე კომპანია Audi-იმ, Ur-