Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020-07-21

2020 Hungarian GP - მიმოხილვა

4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 კვირას, 19 ივლისს უნგრეთის გრან პრი გაიმართა. რბოლის წინ წამოსული წვიმისა და სველი ტრასის გამო სტარტი ქაოტური გამოვიდა. ჰუნგარორინგზე 70 წრე პირველმა ლუის ჰემილტონმა დასძლია, მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი Max Verstappen-მა დაიკავა, მესამე ადგილს Valtteri Bottas დასჯერდა. მიუხედავად მერსედესის საჯინიბოს მორიგი გამარჯვებისა, რბოლა მეტად სანახაობრივი გამოდგა.
საუკეთესო მრბოლელის ტიტული, Red Bull Racing-ის პილოტს Max Verstappen-ს ერგო.



Red Bull Racing-ის გამოცდა- რბოლის დაწყებამდე სულ რაღაც 19 წუთი იყო დარჩენილი, გასახურებელ წრეზე, რედ ბულის პილოტი Max Verstappen, მე-12 მოსახვევში მოცურდა და სარეკლამო ბანერს შეეჯახა. Red Bull Racing-ის მთლიან გუნდს, ლამის ინფარქტი დაემართა.



მექანიკოსებს არ ქონდათ ინფორმაცია თუ რა სირთულის დაზიანება მიიღო ბოლიდმა. აღმოჩნდა რომ Verstappen-ის ბოლიდს მცირედათ დაუზიანდა, წინა ფრთა და წინა მარცხენა დაკიდების სისტემა. რედ ბულის ჯადოქრებმა სასწაული მოახდინეს, 18 წუთში შეძლეს დაზიანებული ბოლიდის შეკეთება და რაც მთავარია, Max Verstappen-მა კუთვნილი მე-7 პოზიციიდან აიღო სტარტი. რბოლის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიელმა პილოტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ: „იმ მომენტში ვმოძრაობდი ცივი საბურავებით, ხოლო ავტოდრომის საფარი მოლიპული გახლდათ. მოულოდნელად წინა საბურავი დამებლოკა და ბოლიდი უბრალოდ გასრიალდა“


 

Valtteri Bottas-ის შეცდომა - საცაა რბოლა უნდა დაწყებულიყო, მოულოდნელად Valtteri Bottas-ის საჭის დისფლეიზე W11, ოთხი წითელი ნათურა აინთო. პილოტმა, როგორც სტარტის სიგნალად ისე მიიღო, აუშვა გადაბმულობას თუმცა უმალ მიხვდა დაშვებულ შეცდომას და გამოსწორება შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლიდი მცირედით დაიძრა, გადაურჩა ფალს სტარტს. 
Valtteri Bottas-მა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ასეთ მნიშვნელოვან წუთებში, საჭის დისფლეიზე ფერები არ უნდა იცვლებოდეს“



Bottas-მა  ჰუნგარორინგზე შეძლო გადაესწრო ლეკლერისთვის, ხოლო პიტ სტოპში საბურავების სწრაფმა შეცვლამ, Bottas-ს მისცა შანსი ჩამოეტოვებინა ფეტელი, შემდეგ კი სტროლი. ბოლო წუთამდე Valtteri Bottas ცდილობდა მოეპოვებინა პოდიუმზე მეორე ადგილი, მერსედესის გუნდმა გადმოაკოპირა 2019 წლის, ლუის ჰემილტონის ჰუნგარორინგის ტაქტიკა, თუმცა Max Verstappen დათმობას არ აპირებდა და მაქსიმალურად თავს იცავდა.  



Scuderia Ferrari დაღმასვლა - იტალიელებმა რბოლა ისევ ჩააგდეს, მათ შემყურე ცისფერი მთებიდან, ციტატა მახსენდება: „სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა“ Sebastian vettel-მა მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო მისმა მეწყვილემ Charles Leclerc-მა მე-11. ამაზე საშინელება რაღა უნდა იყოს ? Ferrari-ის პრობლემა მარტო არასაკმარის სიჩქარეში არ იმალება, მათი პრობლემა არასწორ სტრატეგიაშია. მაგალითად მე-2 წრის ბოლოს Charles Leclerc პიტ სტოპში გამოიძახეს, ბოლიდზე „სლიკები“ უნდა დაეყენებინათ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ „სლიკების“ მაგივრად სულ სხვა საბურავები დაუყენეს. რაც შეეხება Vettel-ს, პიტ სტოპში შესვლამდე ის მე-4 ადგილის ინარჩუნებდა. მის ბოლიდს შესაფერისი საბურავები „Medium“ კი დაუყენეს, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად კიდევ 9 მრბოლელი ესტუმრა პიტ სტოპს, რამაც ტრაფიკი გამოიწვია. ჯამში Vettel-მა 6.7 წამი დაკარგა და სამწუხაროდ ავტოდრომზე მეოთხედან, მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. რიგით მეორე პიტ სტოპში Vettel ადრე შევიდა, ვიდრე იგეგმებოდა. ამ ყველაფერმა კი ფინიშზე სიჩქარის დაკარგვა გამოიწვია. რბოლის დასრულების შემდეგ,  Sebastian Vettel-მა განაცხადა: „ ბოლო წრეზე, ჩემი ბოლიდის საბურავები ძალიან გაცვეთილი იყო, სამწუხაროდ ამის გამო Albon-ს ვეღარ დავუპირისპირდი“


Haas F1 Team-ის ტაქტიკა - გასახურებელი წრის შემდეგ, ამერიკელებმა შესანიშნავ ტაქტიკურ სვლას მიმართეს. პიტ სტოპში შუალედური საბურავები, „სლიკებით“ ჩაანაცვლეს. სამწუხაროდ ჰუნგარორინგზე ეს ტაქტიკური სვლა არაეფექტური გამოდგა, თუმცა ამერიკელები შექებას მაინც იმსახურებენ, რადგან 13 წლის წინ, Nurburgring-ის ავტოდრომზე, მსგავსმა ტაქტიკამ, ახალბედა მრბოლელს Markus Winkelhock-ს საშუალება მისცა ლიდერობა მოეპოვებინა.

Lewis Hamilton და მისი ახირება - უნგრეთის გრან პრი დასასრულს უახლოვდებოდა, დარჩენილი იყო სულ რაღაც 5 წრე როდესაც ბრიტანელმა მრბოლელმა პიტ სტოპში შესვლა მოინდომა. მას სურდა ახალი საბურავები, რათა ბონუს ქულა მოეპოვებინა.


ხელმძღვანელობა დიდი რისკის წინააღმდეგი იყო, რადგან ჰემილტონის პიტ სტოპში შესვლა საშიშროებას წარმოადგენდა, შეიძლება ის პიტ ლაინის ტრაფიკში აღმოჩენილიყო, ეს კი მას ძვირფას დროს დააკარგვინებდა. ამავდროულად Max Verstappen-ს ქონდა თეორიული შანსი ჰემილტონი დაემარცხებინა. დიდი ბრძოლის შემდეგ ჰემილტონმა თავისი გაიტანა და მიიღო ახალი საბურავები, 68-ე წრეზე საუკეთესო დრო 1.17,497 აჩვენა, ხოლო ბოლო წრეზე შედეგი გააუმჯობესა 1.16,627.


ლუის ჰემილტონისთვის ამ სეზონში მეორე გამარჯვებაა, კარიერაში 86-ე, ხოლო ჰუნგარორინგზე მან რიგით მე-8 გამარჯვება მოიპოვა და შუმახერის რეკორდი გაიმეორა. რაც შეეხება საერთო ჩათვლას, ბრიტანელი პილოტი პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ვალტერი ბოტასის ხუთი ქულით უსწრებს.

მსგავსი სტატიები

რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
2020-09-22

ფორმულა 1, ავტოსპორტში ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობაა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები კონსტრუქტორთა თასისთვის იბრძვიან. ავტოსპორტში არის საკითხები, რაც მაყურებლისთვის უხილავია და შეჯიბრების დროს ამის

24 Hours of Le Mans
24 Hours of Le Mans
2020-02-13

ყოველწლიურად დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან მდებარე ავტოდრომზე „Circuit de la Sarthe“ ყველაზე პრესტიჟული რბოლა იმართება. მას დაახლოებით 250,000-ზე მეტი მაყურებელი სტუმრობს. ტრადიციულად ივნისის თვეში ტარდება, მაგალითად 2020-ის მარათ

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა