Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
2021-05-21

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

„23 მაისს, 12:00-დან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, პირველად საქართველოში, Festival of Speed გაიმართება. ეს იქნება ყველაზე დიდი, კლასიკური ავტომობილების გამოფენა-ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Historic Vehicles Association.“

 

Porsche Club Georgia-ს პრეზიდენტი და ღონისძიების ორგანიზატორი ლაშა ნარსია ამბობს, რომ მათი მიზანი, რეგიონში, საავტომობილო ფესტივალის კულტურის დანერგვაა.

„საქართველოში პირველად ტარდება მსგავსი ტიპის და მასშტაბის საავტომობილო ფესტივალირისი მიზანიც არის მთელს რეგიონში დანერგოს ამ ტიპის ღონისძიებების კულტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანიაროგორც საავტომობილო კულტურის ისტორიული ნაწილის ჩამოსაყალიბებლად, ისე საზოგადოებაში, ჯანსაღისპორტული და გასართობი ღონისძიების გამართვის ტრადიციის დასამკვიდრებლად“, – ამბობს ლაშა ნარსია. 

Festival of Speed 3 ნაწილად დაიყოფა, იქნება საგამოფენო, სარბოლო და გასართობი სივრცეები:

საგამოფენო სივრცე

ავტოდრომზე ე.წ. Padock-ის ტერიტორიაზე მოეწყობა, უნიკალური და იშვიათი ავტომობილების გამოფენა, რომელთა დათვალიერებაც სტუმრებს შეეძლებათ.

სარბოლო სივრცე 

რბოლა გაიმართება ავტოდრომზე Time Attack ის რეჟიმში, ყველა ეპოქის ავტომობილებთან ერთად, პირველად წარმოდგენილი იქნება Historic კლასი, რომელიც ასევე საუკეთესო დროისათვის იბრძოლებს.

გასართობი სივრცე

ადგილზე დაგხვდებათ მუსიკალური, კვებისა და Gymkhana-ს ზონები და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგცემთ.

„მაყურებლებისათვის დასწრება სრულიად უფასოა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა Covid 19-ის რეგულაციის დაცვა.

ფესტივალის მხარდამჭერი და პარტნიორია Myauto, სწორი საავტომობილო კულტურის განვითარებისა და ავტოსპორტის ხელშეწყობისათვის“.

მსგავსი სტატიები

რალისტარის ფინალი ეტაპი გაიმართა, ვინ გაემგზავრება ევროპაში?
რალისტარის ფინალი ეტაპი გაიმართა, ვინ გაემგზავრება ევროპაში?
2021-03-17

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star - ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა. თბილისში 14 მარტს ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინალური შესარჩევი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილებას 3 სხვადსხ

ესპანეთის გრან-პრის მიმოხილვა
ესპანეთის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-19

კვირას 16 აგვისტოს, ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ავტოდრომზე გაიმართა. კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, FIA-მ მაყურებლები ისევ არ დაუშვა.

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.