2020-12-03

2020 წლის დრიფტის ჩემპიონატი, ნოდო კოდუას ტრიუმფით დასრულდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 22 ნოემბერს 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დრიფტის შემპიონატის, ფინალური ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატში, ათმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა:



დრიფტი ავტოსპორტის ერთ-ერთი დაძაბული და სანახაობრივი სახეობაა. მიუხედავად რთული ეპიდვითარებისა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მაყურებელი მხოლოდ პირბადით და დისტანციის დაცვით დაიშვა. მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია, ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრებით შეივსო. ორი ეტაპის შემდეგ სამ ავტომრბოლელს შორის, ფაქტობრივად თანაბარი ქულათა რაოდენობა იყო, ამიტომ ამ ეტაპის გამარჯვებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლდათ გლადიატორების თანამედროვე შერკინება.


ფინალურ დაპირისპირება, ყველაზე სანახაობრივი და ამაღელვებელი აღმოჩნდა. ჩვენ ვიხილეთ, „სენსეისა“ და მოწაფის შერკინება. ბრძოლაში ნოდო კოდუამ, მევლუდ მელაძეს არაფერი დაუთმო, ეს კი კოდუას ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოდომ ერთ ერთი გავლისას, საქართველოს დრიფტ შეჯიბრების ისტორიაში, უპრეცედენტო შეფასება 99 ქულა (თითქმის იდეალური) მიიღო.


სამწუხაროდ ალექსანდრე ხეროდინაშვილმა, მანქანის გამართვა ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეთიშა, შესაბამისად ბრინჯაო, ავტომრბოლელმა გუგა კირვალიძემ დაისაკუთრა.

საერთო ჯამში ჩემპიონატის ლიდერთა სამეული ესე გამოიყურება :

  • პირველი ადგილი - ნოდო კოდუა 268 ქულა
  • მეორე ადგილი - მევლუდ მელაძე 244 ქულა
  • მესამე ადგილი - ალექსანდრე ხეროდინაშვილი 227 ქულა

ღონისძიების გენერალური სპონსორი, სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია გახლდათ, გამარჯვებულებს კი შემდეგი პრიზები გადაეცათ:

  • პირველი ადგილი–500 ლიტრი
  • მეორე ადგილი– 300 ლიტრი
  • მესამე ადგილი – 200 ლიტრი



მსგავსი სტატიები

Baby Endurance International 2020
Baby Endurance International 2020
2020-12-15

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება. საქართველოდან შე

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.

სებასტიან ფეტელი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს
სებასტიან ფეტელი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს
2020-09-13

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, (2010, 2011, 2012, 2013) სებასტიან ფეტელის მომავალი გარკვეულია. გერმანელმა მრბოლელმა, Racing Point-თან კონტრაქტი გააფორმა. 2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონს, ლენს სტროლთან ერთად იასპარეზებს.