2020-11-04

Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2021 წლის ბოლოს, კომპანია Honda, ფორმულა ერთს ოფიციალურად დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე, მეხი გავარდა. ამდაგვარ სცენარს არავინ ელოდა. ყველაზე რთულ სიტუაციაში, Red Bull Racing და AlphaTauri აღმოჩნდა. მათ ბოლიდებს ხომ Honda-ს ძრავები ედგათ ? Red Bull Racing-ს ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა. არამგონია სკანდალური განშორების შემდეგ, ავსტრიელებმა ისევ Renault-ს მიმართონ.  დიტრიხ მათეშიცი (Dietrich Mateschitz), Mercedes-თან თანამშრომლობას არც კი განიხილავს, ხოლო Ferrari-ის ძრავები, რომ შეიძინონ საჭიროა მყარი გარანტიები, რომ 2022 წლისთვის, იტალიელები, სიმძლავრის ნაკლებობასთან დაკავშირებულ ხარვეზს აღმოფრიან. 


მაშ სხვა რა ვარიანტი აქვს, Red Bull Racing-ს და AlphaTauri-ს ? გერმანული Auto Bild-ის ცნობით, Red Bull-ის გუნდს მიზნად აქვს დასახურლი, 2022-2023 წლის სეზონი საკუთარი ძრავებით იასპარეზოს. ეს კი მეტად ამბიციური განაცხადია. ასევე ყველასათვის ცნობილია, რომ Red Bull Racing, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას, ენდი კოველთან (Andy Cowell). ის Mercedes AMG High Performance Powertrains-ის დირექტორი გახლავთ. ენდი სულ მალე თანამდებობის დატოვებას აპირებს. შესაბამისად, Red Bull Racing-ს სურს, გენიალური ინჟინერი თავის რიგებში იხილოს.

მაგრამ რას მოიმოქმედებს Red Bull Racing 2026 წელს ? ფორმულა ერთი, ხომ ახალი თაობის ძრავებზე აპირებს გადასვლას ? Auto Bild-ის ცნობით, Red Bull-მა თადარიგი უკვე დაიჭირა. ისინი მოლაპარაკებას Volkswagen–თან აწარმოებენ. ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, 2026 წელს, ფორმულა ერთში Volkswagen, Porsche-ს ბრენდის ქვეშ დაიწყებს ოპერირებას.

მიუხედავად იმისა, რომ Red Bull Racing-მა მაქს ფერსტაპენს სამ წლიანი კონტრაქტი უკვე გაუფორმა, შექმნილ სიტუაციას, ფერსტაპენი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება. კონტრაქტის თანახმად, Red Bull Racing ვალდებულია, პილოტი უზრუნველყოს, კონკურენტუნარიანი ძრავებით. შესაბამისად, რედ ბულს ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა.

მსგავსი სტატიები

ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
2020-11-16

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი, ყველაფერი კვირას, 15 ნოემბერს თურქეთის გრან-პრიში გაირკვა. პოდიუმზე პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰამილტონმა არავის დაუთმო.

Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
2020-07-09

ორგზის 2005-2006 მსოფლიოს ჩემპიონი, 38 წლის Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა. Alonso-მ, Renault DP World F1 Team-თან ორწლიან კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ხილვა 2021 წლის სეზონიდან შეგვეძლება

ლე-მანის 24 საათიანი რბოლის მიმოხილვა
ლე-მანის 24 საათიანი რბოლის მიმოხილვა
2020-09-21

შაბათს 19 სექტემბერს, პარიზის დროით 14 საათსა და 30 წუთზე, სტარტი აიღო ლე-მანის 24 საათიანმა რბოლამ. სამწუხაროდ, კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის გამო, რბოლა მაყურებლის გარეშე ჩატარდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ავტოდრომს ყოველ წლიურად