2020-10-11

თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 კვირას, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის, მესამე ფინალური და თბილისის თასის, 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება. ღონისძიება, თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მხარდაჭერით ტარდება.


აღმართის დაძლევაში 15 პროფესიონალი ავტომრბოლელი იღებს მონაწილეობას:

  • ილია ხავთასი - Renault Clio Sport
  • თენგო გოგილაშვილი - BMW 328
  • ვატო წაწალაშვილი - BMW Z4
  • შალვა ოგბაიძე - Honda Civic 1600
  • თორნიკე მიქაძე - BMW Compact 1.9
  • დიმიტრი კიკაჩეიშვილი - Honda Civic V-tec
  • ვლადიმერ გიორგაძე - Honda Civic 1600
  • იური მანგასაროვი - Honda Civic 1600
  • ავთანდილ აბრამიშვილი - Honda Integra
  • არჩილ ბიძინაშვილი - Honda Civic 2.0 Type-R
  • გიორგი მჭედლიშვილი - Renault Clio Sport
  • სანდრო თავართქილაძე - Subaru Impreza
  • ირაკლი მეძმარიაშვილი - Mitsubishi Lancer EVO 6
  • ვლადიმერ კუხიანიძე - Subaru Impreza
  • ალექსანდრე ლომაძე - Ford Fiesta R5

რას წარმოადგენს აღმართის დაძლევა? აღმართის დაძლევა რბოლის კატეგორიაა, რომელიც ტარდება საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე ერთ მონაკვეთზე. მისი სტარტი და ფინიში ზღვის დონიდან მკვეთრად განსხვავებულ სიმაღლეზეა. აღმართის დაძლევა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი რბოლაა. 

რა ევალება მრბოლელს? ავტომრბოლელის მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფაროს განსაზღვული მონაკვეთი.

ისტორიააღმართის დაძლევა, ეს არის რბოლის ერთ-ერთი უძველესი კატეგორია. პირველად რბოლა, აღმართის დაძლევაში 1897 წლის 31 იანვარს, საფრანგეთში ლა ტურბიში ჩატარდა.




მსგავსი სტატიები

კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
2020-02-05

17-19 აპრილს შანხაის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი „Chinese Grand Prix 2020“ უნდა გაიმართოს, თუმცა არის იმის ალბათობა რომ ჩინეთის გრან-პრი გაუქმდეს. ამის მიზეზი კი ახალი ტიპის ვირუსია „coronavirus“, რომელმაც უამრ

ესპანეთის გრან-პრის მიმოხილვა
ესპანეთის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-19

კვირას 16 აგვისტოს, ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ავტოდრომზე გაიმართა. კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, FIA-მ მაყურებლები ისევ არ დაუშვა.

Baby Endurance International 2020
Baby Endurance International 2020
2020-12-15

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება. საქართველოდან შე