Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
2020-02-05

კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 17-19 აპრილს შანხაის ავტოდრომზე ფორმულა ერთის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი „Chinese Grand Prix 2020“ უნდა გაიმართოს, თუმცა არის იმის ალბათობა რომ ჩინეთის გრან-პრი გაუქმდეს. ამის მიზეზი კი ახალი ტიპის ვირუსია „coronavirus“, რომელმაც უამრავი ადამიანი დააინფიცირა. პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ქალაქ უხანში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 


 შანხაის საერთაშორისო ავტოდრომი 2004 წლის 26 სექტემბერს გაიხსნა, ავტოდრომის მშენებლობა 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და პროექტის საერთო ღირებულებამ $ 450 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. ავტოდრომი ჩინურ იეროგლიფ „shang“-ს ჰგავს, ის შედგება 16 მოსახვევისგან, ხოლო ავტოდრომის საერთო მანძილი 5.451 კილომეტრია, ჯამში კი პილოტებს 56 წრის გავლა უწევთ რაც 305.066 კილომეტრია. 2004 წლის „Chinese Grand Prix“-ის გამარჯვებული ბრაზილიელი Rubens Barrichello გახდა, ხოლო პოდიუმზე მეორე ადგილი Jenson Button-მა და მესამე კი Kimi Räikkönen-მა დაიკავა. ყველაზე სწრაფი წრის რეკორდი Michael Schumacher-ს (1:32.238) ეკუთვნის.

მსგავსი სტატიები

Baby Endurance International 2020
Baby Endurance International 2020
2020-12-15

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება. საქართველოდან შე

რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
2020-09-22

ფორმულა 1, ავტოსპორტში ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობაა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები კონსტრუქტორთა თასისთვის იბრძვიან. ავტოსპორტში არის საკითხები, რაც მაყურებლისთვის უხილავია და შეჯიბრების დროს ამის

2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020-08-26

გასულ კვირას, ესპანეთსი ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ვიხილეთ, ის უფრო მოსაწყენი იყო ვიდრე სანახაობრივი, თუმცა გული არ გაიტეხო, უქმეებზე დიდი შერკინება გველოდება.