2021-03-17

რალისტარის ფინალი ეტაპი გაიმართა, ვინ გაემგზავრება ევროპაში?

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star - ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა. თბილისში 14 მარტს ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე  ფინალური შესარჩევი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილებას 3 სხვადსხვა რეგიონალური ეტაპის  (თბილისი,რუსთავი,ქუთაისი) 60 საუკეთესო შედეგის მქონე ბიჭი და 8 გოგონა იღებდა.

შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 13 მონაწილე  ბიჭი და 5 გოგნა კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. საბოლოოდ კი ცნობილია საუკეთესო შედეგის მქონე 4 ბიჭი და 1 გოგონა, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპის კონტინეტურ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საერთო ჯამში 300-მდე  ავტომოყვარული ახალგაზრდის ჩართულობა მოიცვა.ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია , საქართველოს საპატრულო პოლიცია და  განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალური მერია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების   აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.

ევროპის კონტინენტური ფინალის მონაწილე ხუთეული :
  • ოთარ ესართია
  • ნიკა ბილისეიშვილი
  • ალექსანდრე შაკულაშვილი
  • ნიკოლოზ ბექაური
  • სალომე მჭედლიშვილი

მსგავსი სტატიები

Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
2020-11-04

2021 წლის ბოლოს, კომპანია Honda, ფორმულა ერთს ოფიციალურად დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე, მეხი გავარდა. ამდაგვარ სცენარს არავინ ელოდა. ყველაზე რთულ სიტუაციაში, Red Bull Racing და AlphaTauri აღმოჩნდა.

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
2020-07-13

სეზონის პირველი გამარჯვება Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა,

თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
2020-10-11

კვირას, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის მესამე ფინალური და თბილისის თასი 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება.