2020-07-13

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 სეზონის პირველი გამარჯვება, Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის Max Verstappen-ი დასჯერდა.



მთელი რბოლის განმალობაში, მეორე პოზიციას Red Bull-ის მრბოლელი, Max Verstappen-ი ინარჩუნებდა თუმცა, ბოლო წრეზე სიჩქარე დაკარგა, რადგან საბურავები ხელს აღარ უწყობდა. ეს შანსი Valtteri Bottas-მა უმალ გამოიყენა და გადასწრებაც შეძლო.



გუშინდელი რბოლის, მთავარი სენსაცია Ferrari-ის პილოტების, Charles Leclerc-ისა და Sebastian Vettel-ის, Remus-ის მოსახვევში შეჯახება გალხდათ. სამწუხაროდ Scuderia Ferrari-იმ რბოლა სულ რაღაც სამ მოსახვევში დაასრულა, მათმა ბოლიდებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. კიდევ კარგი Enzo Ferrari-ი ცოცხალი არაა და ეს სამარცხვინო კრახი არ იხილა. 



რბოლა დასასრულს უახლოვდებოდა,  უცებ ყველასათვის მოულოდნელად Sergio Pérez-მა, Alexander Albon-ს შეუტია. ეს იყო რბოლის ბოლო და ყველაზე სანახაობრივი ორთაბრძოლა მეოთხე ადგილისთვის. ამ დაძაბულ ბრძოლაში Sergio Pérez-ის ბოლიდს ანტიფრთა დაუზიანდა, მექსიკელს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა, ბოლო მოსახვევამდე  Sergio Pérez-ი მეხუთე ადგილზე იყო თუმცა ბოლო წამს Lando Norris-მა გადაასწრო. მექსიკელი მრბოლელი Sergio Pérez-ი მეხუთე ადგილას გავიდა, ხოლო Lando Norris-ი მეხუთეზე.


გუშინდელ რბოლაში, ყველაზე სწრაფი წრე McLaren-ის ესპანელ პილოტს Carlos Sainz Jr-ს ეკუთვნის.


მსგავსი სტატიები

თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
2020-10-11

კვირას, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის მესამე ფინალური და თბილისის თასი 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება.

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
2021-05-21

„23 მაისს, 12:00-დან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, პირველად საქართველოში, Festival of Speed გაიმართება. ეს იქნება ყველაზე დიდი, კლასიკური ავტომობილების გამოფენა-ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Historic Vehicles Associatio

რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
2020-07-24

კორონავირუსმა (Covid-19) თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო, პანდემიის გამო ცვლილებები რალის მსოფლიო ჩემპიონატსაც (World Rally Championship) შეეხო