2020-04-03

5 მითი ავტომობილის შესახებ

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ  ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

ჯიგარო მექანიკა უფრო ეკნომიურია - ხშირად გვსმენია, თითქოს მექანიკა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ავტომატიკა. ეს მითი დღეს 2020 წელს მცდარია, რადგან თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ექვს საფეხურიანი ავტომატური კოლოფებით თუ ვარიატორულით, ისინი იმდენივე საწვავს მოიხმარენ, რასაც ჩვენი მექანიკური კოლოფით ავტომობილები.


სანამ არ გათბება მანქანას ვერ დავძრავ - საჭიროა თუ არა ცივზე ძრავის კარგად გახურება ?  თუ თანამედროვე მანქანებს განვიხილავთ, მაშინ ესეც მცდარია, რადგან თანამედროვე ძრავები არ საჭიროებს მსგავს ფოფინს, მაგრამ რაც არ უნდა თანამედროვე იყოს შენი მანქანა, სანამ ცივზე დაძრავ 1-2 წუთი აცადე ძრავს დაბალ ბრუნზე მუშაობა. წარმოიდგინე ახალ გაღვიძებულზე უფროსმა რომ მოგთხოვოს სხვადასხვა დავალებების შესრულება ხომ ვერ შეასრულებ ?


შვილო „ჯიპი" იყიდე უსაფრთხოა - ხშირად გვსმენია, რომ ყველგანმავალი მისი გაბარიტების გამო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მსუბუქი ავტომობილი. ეს სიმართლეა, ყოველ წელიწადს ამერიკაში საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტი, IIHS-ი (Insurance Institute for Highway Safety) სწავლობს ამერიკის გზებზე მომხდარ ავტოავარიების სტატისტიკას. მათ შეძლეს დაემტიკცებინათ ის მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია ავტომობილი, მით უფრო უსაფრთხოა ის. მაგალითად ბრიტანელმა ექსპერტებმა შეისწავლეს სტატისტიკა და აღმოაჩინეს, რომ ბრიტანეთში ბოლო 18 წლის განმალობაში Volvo XC90-ში ავარიებში არავინ დაღუპულა, XC90-ის წარმოება 2002 წელს დაიწყო.


ჯიგარო ამერიკულ მანქანას პრემიუმი არ ჭირდება არის ასეთი მითი თითქოს ამერიკულ მანქანებს მაღალი ოქტანობის საწვავი არ სჭირდებათ, ეს მითი მცდარია. მაგალითად საქართველოში და ევროპაში ოქტანობის განმსაზღვრელად გამოიყენება ინდექსი RON ხოლო ამერიკაში ინდექსი AKI. თუ ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანას ბენზინის ავზის სახურავთან მითითებულია 90-91 AKI ესეიგი თქვენ უნდა ჩაასხათ პრემიუმი, რადგან ამერიკული 90-91 AKI არის  ევროპული 95 RON ანუ ევრო პრემიუმი 95 ოქტანობიანი საწვავი.  არასწორად შერჩეული საწვავი ჩვენ მანქანებს გაწევას დაუკარგავს, გაგიფუჭებთ აალების სანთლებს, მოუმატებს წვას და ასე შემდეგ.


კორეულ პლასმასში ფულს არ გადავყრი - არსებობს ასეთი მითი, თითქოს კორეული მანქანები ცუდია. ეს მითი მცდარია, რადგან კორეული მანქანები ხარისხსა და საიმედოობაში არ ჩამორჩება მის ევროპულ კონკურენტებს, მეტიც 2019 წელს ამერიკულმა სააგენტომ J.D. Power–მა კვლევა ჩაატარა და ყველაზე სანდო და ხარისხიან ავტომობილებს შორის დასახელდა Genesis, Hyundai და Kia. დღეს კორეულ კომპანიებში დასაქმებულები არიან ევროპული მსხვილი ავტომწარმოებლების, ყოფილი


მსგავსი სტატიები

რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
2019-11-22

მანქანის შეძენისას, ყოველთვის იკვეთება საშინელი დილემა და ჩემს თავს ვეკითხები , რომელი მანქანა შევიძინო? ოდნავ უფრო ასაკოვანი დაბალი გარბენით თუ შედარებით ახალი და დიდი გარბენით ?

როგორ დავწერო მანქანის აღწერა სწორად ?
როგორ დავწერო მანქანის აღწერა სწორად ?
2019-11-22

ინტერნეტში უამრავი განცხადებაა განთავსებული, ჩვენ ხომ ელექტრონული კომერციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მაღალი კონკურენციაა. Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ( სამასი ათასი ) განცხადება იდება,ჩვენ კი ისეთი ტექსტი უნდა შევარჩიოთ, რომელიც არსე

ჩემი Top 5 მანქანანა  $ 2,500-3,500-ად
ჩემი Top 5 მანქანანა $ 2,500-3,500-ად
2019-11-22

მანქანის შეძენა კონკრეტული ბიუჯეტით საკმაოდ რთულია, მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ვიცი რისი ყიდვაც მინდა , მაგრამ უამრავ დროს ვხარჯავ ძებნა-თვალიერებაში. მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც დასდევს ორიგინალ ნაწილებს და პატარა ხმაური სალონშ