Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს
2020-10-14

რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 რაც არ უნდა კარგი და საიმედო მანქანა შეიძინო, სერვის ცენტრში ვიზიტის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მანქანას პერიოდულად სჭირდება ცვეთადი დეტალების შეცვლა. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა ხელოსანმა, ჩასატარებელი სამუშაოები გაგიზვიადოს, რათა მეტის გადახდა მოგიწიოს. შესაბამისად დღევანდელი ბლოგ-პოსტისტში ვისაუბრებ თავდაცვის ხერხებზე.

ინფორმაციის მოძიება - სანამ სერვის ცენტრს ესტუმრები, უპირველეს ყოვლისა, მოიძიე ინფორმაცია ავტომობილის შესახებ. Facebook-ში  მოძებნე და გაწევრიანდი კონკრეტული ბრენდის კლუბში, დასვი კითხვა და დაელოდე გამოცდილი მძღოლის პასუხს.

სერვის ცენტრში სტუმრობა დადგა მომენტი, როდესაც უნდა ესტუმროთ სერვის ცენტრს, მაგრამ არ იცით სად მიიყვანო ავტომობილი ? ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართე იმ მეგობრებს, თანამშრომელს თუ უბრალოდ ფეისბუქ მეგობარს, რომელსაც მეტნაკლებად ესმის ავტომობილები და გასცემს კარგ რჩევას. უკეთეს შემთხვევაში ჯობია მცოდნე ადამიანი თან გაიყოლო.

დიაგნოსტირება - იმისათვის, რომ ვიცოდეთ ავტომობილს რა აწუხებს, საჭიროა, სწორი დიაგნოსტირება. ზოგადად სავალი ნაწილის შემოწმება 10-15 ლარი ღირს, კომპიუტერული 30-35 ლარი. თუ მექანიკოსმა ზუსტი დიაგნოზი არ დასვა, არ დააწყებინო ავტომობილის შეკეთება. ასეთ შემთხვევაში ჯობია, ზედმეტი გადაიხადო და სხვა პროფესიონალს მიმართო.

შეფასება - „ჯიგარო გავაკეთოთ და მერე გავსწორდეთ“ ეს ფრაზა დაუშვებელია და ბევრ კითხვას აჩენს.  სანამ კონკრეტულ ფასს არ დაგისახელებენ არ დააწყებინო ავტომობილის დაშლა.

შეკეთების პროცეს თუ გინდა, რომ ხარისხინად გაკეთდეს შენი ავტომობილი, სერვის ცენტრში მექანიკოსს, თავზე უნდა დაადგე და ადევნო თვალყური მუშაობის პროცესს.

 

მსგავსი სტატიები

როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
2020-04-02

მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ ავტომობილის გამოყენება თქვენც გაცილებით იშვიათად გჭირდებათ და ძირითადად სადგომზე გყავთ გაჩერებული. ამ დროს ჩვენი ერთგული მეგობრის მოვლა და გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი 5 რჩევა დაგეხმარებათ:

5 მითი ავტომობილის შესახებ
5 მითი ავტომობილის შესახებ
2020-04-03

უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

Check Engine or Service Soon
Check Engine or Service Soon
2019-12-19

თითქმის ყველა თანამედროვე მანქანას გააჩნია Check Engine ან Service Soon, თუმცა საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მახინაციებს მიმართავენ, რათა აღნიშნული ნათურა ჩააქრონ, თითქოს და ყველაფერი გამართულად მუშაობს.