2019-11-22

როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 „დადგა დრო და ჟამი სამსჯავროზე წარსდგენისა“, თქვენი გასაყიდი მანქანა ასახავს თქვენს ერთგვარ ფსიქოპორტრეტს და მაინც როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად? პირადად მე ყოველთვის ვამჯობინებ მანქანისათვის ხელის შევლებას, რომელიც მაძლევს საშუალებას გავყიდო სასურველ ფასად. როდესაც შენი გასაყიდი მანქანა კარგ მდგომარეობაშია, პოტენციური მყიდველი ვერასდროს მოგთხოვთ დიდ ფასდაკლებას, მოდი რამდენიმე ეტაპად დავყოთ:

კონკურენტების შესწავლა - დაათვალიერე შენნაირი მანქანის განცხადებები, შეისწავლე ფასები მინიმუმი და მაქსიმუმი. დააკვირდი კონკურენტების სურათებს და მათ მდგომარეობას.

შემოწმება - შეამოწმებინე სერვის ცენტრში მანქანა, რათა იცოდე ხელის შევლება რა დაგიჯდება, შეიძლება არ გიღირდეს დანახარჯის გაკეთება, მაგრამ გაითვალისწინე გასაკეთებელ მანქანას სარფიანად ვერ გაყიდი.

უსარგებლო აქსესუარების დემონტაჟი - მოხსენით ყველანაირი ზედმეტი არაქარხნული აქსესუარები, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ წამწამებიანი მანქანა, ან გზაზე მიმავალი ბავარიელი BMW, რომლის ძრავის მოცულობა 1.8, მაგრამ საბარგულზე მიკრული აქვს M-ის ლოგო (BMW Motorsport GmbH), რომელიც არაფერ შუაშია, კაპოტზე კი სტიკერები. მერსედესის შემთხვევაში უკანა შუშაზე დიდად AMG-ს სტიკერი. ეს დეტალები არც გაყიდვაში გეხმარებათ და არც ცხენის ძალებს უმატებს პირიქით ამახინჯებს ძარას და გაყიდვაშიც ხელს გიშლით.

გასუფთავება - გარეცხეთ მანქანა, როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, მოხსენით ყველანაირი არომატიზატორი, რადგან ზოგს ალერგია აქვს. თუ სალონში ჭერი დასვრილია ან ნაჭერი ჩამოწეულია აუცილებლად გამოასწორეთ ეს ის დეტალებია, რასაც პოტენციური მყიდველი უდიდეს ყურადღებას აქცევს.

პოლირება - გაუკეთეთ ფარებს პოლირება 30 ლარამდე ღირს, სამაგიეროდ მანქანა ეფექტურად გამოიყურება თუ საშუალება გაქვთ უმჯობესია მთლიან ძარასაც გაუკეთოთ პოლირება, მისი ფასი კი ყველგან სხვადასხვაა და ერთი ფიქსირებული ფასი არ გვაქვს.

ფოტოსესია - აარჩიეთ კარგი ხედი, დიდი სივრცე, სადაც მანქანა თავის დიზაინს გამოაჩენს. სურათები უნდა გადაიღოთ დღის შუქზე. გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი სურათები, რომ შემდეგ საუკეთესო აარჩიოთ.  ექსტერიერის შემდეგ გადაუღეთ ინტერიერს, უკანა სავარძელზე მოკალათდით, ხოლო წინა სავარძლები გადაწიეთ და გადაუღეთ მთლიან კოკპტის სურათი, შემდეგ სავარძლებს, ოდომეტრს, საბარგულს. 




მსგავსი სტატიები

მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
2019-11-19

რამდენიმე კვირაში ზამთარიც გვესტუმრება, ბევრისთვის ზამთარი ახალ წელთან და წინა საახალწლო ფუსფუსთან ასოცირდება, ზოგიც კი სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას სულმოუთმენლად ელის, მაგრამ მთავარი გვავიწყდება ჩვენი მანქანა ! ჩვენ არ ვიცით წინ

როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
2019-11-22

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დაფიქრებულხარ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მუხრუჭის პედალს ვადგამთ ფეხს ? შევეცდები მარტივ , გასაგებდ ენაზე ავხსნა.

10 რამ რაც უნდა გაითვალისწინო სანამ სამოგზაუროდ წახვალ
10 რამ რაც უნდა გაითვალისწინო სანამ სამოგზაუროდ წახვალ
2020-06-30

საქართველოში შიდა ტურიზმისთვის ტურისტული სექტორი, ამა წლის 15 ივნისს გაიხსნა. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით და მრავალმხრივი ლანდშაფტით. სანამ სამოგზაუროდ გაეშურები, აუცილებლად შეამოწმე შენი ავტომობილ