2020-04-15

როდის უნდა შევცვალოთ ჰიდრავლიკის ზეთი ?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ყველამ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მანქანაში ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთის დროულად შეცვლა ან თუნდაც ანტიფრიზის, მაგრამ გვავიწყდება მთავარი, როგორიცაა: საჭის ჰიდრავლიკის ზეთის შემოწმება, დროთა განმალობაში ჰიდრავლიკის ზეთი კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს ამიტომ მასაც ჭირდება შეცვლა.


რა სიმპტომები აქვს შესაცვლელ ჰიდრავლიკის ზეთს ?

თუ შენი ავტომობილის საჭე დამძიმდა ან ბოლომდე საჭის გადატრიალებისას უსიამოვნო ხმას „წრიპინს“ გამოსცემს ესეიგი ზეთი შესაცვლელია.

რატომ იკლებს ჰიდრავლიკის ზეთი ?

შეიძლება სულაც ახალი ზეთი გესხათ, მაგრამ მალე დაიკლოს და ჩასამატებელი გაგიხდეს, ასეთ დროს ლეგიტიმური კითხვა რჩნდება: სად წავიდა ზეთი ? ამ შემთხვევაში სპეციალისტს უნდა შევამოწმებინოთ ის მილები, სადაც ჰიდრავლიკის ზეთი მოძრაობს, ასევე მისი ავზი. შეიძლება მთლიანად ჰიდრავლიკის ზეთის ავზის შეცვლა მოგიწიოს.

სურათზე მოცემულია მუქი ფერის სითხე, რომელსაც უკვე დაკარგული აქვს მისი უნიკალური თვისებები, ხოლო მოწითალო კი ახალი ზეთია, ასეთი ფერის უნდა იყოს შენი მანქანის საჭის ჰიდრავლიკის ზეთი. 


როდის ვცვლით ჰიდრავლიკის ზეთს ?

საჭის ჰიდრავლიკის ზეთი ყოველ 50,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეცვალო, ხოლო ზეთის ფასები ნახევარ-ლიტრიანის 15-20 ლარიდან იწყება, გააჩნია ბრენდს და ლიტრაჟს.


მსგავსი სტატიები

შეარჩიე სწორად საბურავები
შეარჩიე სწორად საბურავები
2019-12-24

სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის , ყველა სეზონი

5 მითი ავტომობილის შესახებ
5 მითი ავტომობილის შესახებ
2020-04-03

უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

Check Engine or Service Soon
Check Engine or Service Soon
2019-12-19

თითქმის ყველა თანამედროვე მანქანას გააჩნია Check Engine ან Service Soon, თუმცა საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მახინაციებს მიმართავენ, რათა აღნიშნული ნათურა ჩააქრონ, თითქოს და ყველაფერი გამართულად მუშაობს.