2020-03-18

როგორ ჩავუტაროთ მანქანის ინტერიერს დეზინფექცირება

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ამ ძალზედ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტრანსპორტის ინტერიერი, გულდასმით იყოს გასუფთავებული, რათა თავიდან ავიცილოთ კორონა ვირუსით დაინფიცირება.  პირველ რიგში შეცვალე სალონის ფილტრი.

სალონის ფილტრი - წმენდს ჰაერს, რომელიც გათბობა-გაგრილების და ვენტილირების სისტემიდან აღწევს ავტომობილის სალონში. ამ გზით მძღოლი თუ მგზავრი დაცულია, როგორც მტვრისგან, ასევე ბაქტერიებისგან, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია თუ ალერგიასთან და სასუნთქი სისტემის პრობლემებთან გვაქვს შეხება.  

ინტერიერი - თუ ყოველდღე გიწევს მანქანით გადაადგილება, სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავე შენი მანქანის ინტერიერი, კონკრეტულად:

  1. კარის გარე თუ შიდა სახელურები
  2. სავარძლის სარეგულირო
  3. საჭე
  4. მოხვევის თუ ახლო განათების ჩამრთველები
  5. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი
  6. კოკპიტი
  7. ცენტრალური კონსოლი
  8. მაგნიტაფონი
  9. კლიმატკონტროლის ღილაკები
  10. სარკე
  11. საქარე მინდა და ყველა შუშა
  12. გასაღებები

 ამ სამუშაოებისთვის დაგვჭირდება, სამედიცინო ხელთათმანები, ბამბა, სადეზინფექციო ხსნარი თუნდაც სამედიცინო სპირტი, სველი ხელსახოცი და რამდენიმე სუფთა ნაჭერი. სამუშაოების დასრულების შემდეგ აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები.

რა არის ხელების სწორად დაბანვის საუკეთესო გზა ?

  1. დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით
  2. წაისვით საკმარისი რაოდენობის საპონი, რომ დაფაროთ სველი ხელები და 20 წამის განმალობაში კარგად დაიმუშავეთ
  3. კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით
  4. გაიშრეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი ხელსახოცით.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი COVID-19 ?

ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან უშუალოდ კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირთან შეხებით. COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფექცირებისას.

მსგავსი სტატიები

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-07-05

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული

რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
2023-07-17

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მანქანების მოყვარულებისათვის უამრავი სასიამოვნო სიახლე დაინერგა და გაუმჯობესებული ძრავა შეიქმნა. სხვადასხვა მარკის მანქანების ვიზუალურ ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ერთად, დღეს, თანამედროვე

გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
2025-01-28

საგზაო მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებებს გვთავაზობს. საქართველოში, როგორც წესი