2020-01-06

Dakar Rally 2020

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ, მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ. 



 წელს მცირედი ცვილებებია, ორგანიზატორებმა მაქსიმალურად იზრუნეს ახალბედა მრბოლელებზე, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაწყებიდან 15 წუთით ადრე გაეცნონ მარშუტს. ახალ წესებში ერთ-ერთი საინტერესოა „Joker”, რომელიც გავარდნილ მონაწილეს საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს რბოლას, თუმცა „Joker”-ის გამოყენება არ შეუძლია ჯგუფში ლიდერს პირობითად: Т2-ის ჯგუფის ლიდერი ვერ ისარგებლებს „Joker”-ით. 





2020-ის „Dakar Rally“-ის დებიუტანტია 38 წლის Fernando Alonso, შეგახსენებთ რომ ის გახლავთ F1-ის მსოფლიოს ორგზის 2005-2006 ჩემპიონი . Fernando Alonso-ს თქმით „Dakar Rally“ მისთვის უდიდესი გამოწვევაა, ბევრი მას მოგებას უწინასწარმეტყველებს თუმცა გამორიცხული არაფერია.




ისტორია

 ყველაფერი კი იმით დაიწყო,  რომ 1977 წლის იანვარში, აბიჯანი-ნიცას რბოლის მონაწილე, ფრანგი მოტომრბოლელი Thierry Sabine ლიბიის უდაბნოში დაიკარგა, როდესაც ის სამშვიდობოს გავიდა Thierry Sabine-მ ჩათვალა, რომ უდაბნოში შეჯიბრება ბევრს დააინტერესებდა. ამ არცთუ სასიამოვნო შემთხვევამ საფუძველი ჩაუყარა „Paris Dakar Rally“-ის



 „Paris Dakar Rally“ პირველად 1978 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. სტარტი პარიზიდან შაიოს სასახლედან (The Palais de Chaillot) დაიწყო და ჯამში 6 ქვეყანა მოიცვა: საფრანგეთი-ალჟირი-ნიგერია-მალი-ზემო ვოლტა-სენეგალი. სამ კვირაში მრბოლელებმა 10,000 კილომეტრი დაფარეს და 182 მონაწილედან ფინიშამდე მხოლოდ 74 მივიდა.



იძულებითი ცვლილება

 2007 წლის 24 დეკემბერს Al-Qaeda-ს წევრები მავრიტანიაში ფრანგ ტურისტებს თავს დაესხნენ, ოთხი მოკლეს ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა, რკინის ბედუინებისთვის არავის ეცალა , 2008 წლის „Paris Dakar Rally“ გაუქმდა. ტერორისტულმა თავდასხმამ „Paris Dakar Rally“-ის ორგანიზატორები „ASO“ აიძულა შეეცვალათ მარშუტი, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა, 2009 წელს „Dakar Rally“ სამხრეთ ამერიკაში ჩატარდა, 10 წლის შემდეგ ორგანიზატორებმა „ASO“-მ 2020-ის „Dakar Rally“ სამხრეთ ამერიკა, საუდის არაბეთით ჩაანაცვლეს, სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ „ASO“-მ და საუდის არაბეთმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს თუმცა დაზუსტებით საუბარი ჭირს სანამ ოფიციალურად არ გააკეთებენ განცხადებას. 



მსგავსი სტატიები

ფორმულა 1-ის 2021 წლის ტრანსფერები
ფორმულა 1-ის 2021 წლის ტრანსფერები
2020-08-11

2021 წლისთვის, ფორმულა 1-ში სერიოზულ ცვლილებებს ელოდებიან, ეს ცვლილებები გუნდებს ეხება და არა რეგლამენტს. შევეცადე მომეგროვებინა ყველა ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი.

2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020-07-21

კვირას, 19 ივლისს უნგრეთის გრან პრი გაიმართა. რბოლის წინ წამოსული წვიმისა და სველი ტრასის გამო სტარტი ქაოტური გამოვიდა. ჰუნგარორინგზე 70 წრე პირველმა ლუის ჰემილტონმა დასძლია, მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი

ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
2020-11-16

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი, ყველაფერი კვირას, 15 ნოემბერს თურქეთის გრან-პრიში გაირკვა. პოდიუმზე პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰამილტონმა არავის დაუთმო.