2020-11-19

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი მახათას მთაზე გაიმართება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრებს, ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი შაბათი-კვირა ელის. 21-22 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დრიფტის შემპიონატის, ფინალური ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატში, ოცდაათზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. მსგავსი ღონისძიების მიზანია, აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებზე. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით და დისტანციის დაცვით.
 
პრიზები: შემპიონატის სპონსორი, სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია გახლავთ

  • პირველი ადგილი - 500 ლ. საწვავი
  • მეორე ადგილი - 300 ლ. საწვავი
  • მესამე ადგილი - 200 ლ. საწვავი

სამწუხაროდ კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის გამო, ორგანიზატორებს მცირედი ცვლილებები შეტანა მოუწიათ. საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში, სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი, 23 აგვისტოს, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და ხონის გამგეობის თანადგომით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა და ნოდო კოდუას ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.


რიგით მეორე ეტაპი, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, დიდგორის მიმდიბარე ტერიტორიაზე, 26-27 სექტემბერს, საქართველოს დრიფტის სერიების წარმომადგენლების ორგანიზებით და საქართელოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. მევლუდ მელაძემ 2:0 დაამარცხა ალექსანდრე ხეროდინაშვილი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში, მეორე ადგილზე გავიდა, რითაც ქულათა ჯამით ჩემპიონატის ლიდერია. რაც შეეხება პოდიუმზე მესამე ადგილს: ერთმანეთს დაჩი თაქთაქიშვილი და გიორგი კირვალიძე დაუპირისპირდნენ. შერკინება დაჩი დაქთაქიშვილის გამარჯვებით დასრულდა. 



დაბოლოს, თუ დასწრებას ვერ ახერხებ, გული არ გაიტეხო: „Georgian Drift Series“-ის და „Georgian Automobile Sport Federation“- ის ფეისბუქ გვერდზე, შეგეძლება თვალყური ადევნო, გამოცდილი კომენტატორებით ტრანსლირებას. ღონისძიებას საერთაშორისო მსაჯთა კოლეგია აფასებს, ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ და ტარდება „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით.





 

 

მსგავსი სტატიები

ფორმულა ერთის ისტორია
ფორმულა ერთის ისტორია
2019-12-31

ფორმულა ერთის ისტორიას 30-იანი წლების ევროპაში ჩაეყარა საფუძვლები, სახელწოდებით „European Championship“ ორგანიზატორებს რეგლამენტიც ჰქონდა შედგენილი, თუმცა ხელი როგორც ყოველთვის ომმა შეუშალა.

2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020 ბელგიის გრან-პრი - 28-30 აგვისტო
2020-08-26

გასულ კვირას, ესპანეთსი ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ვიხილეთ, ის უფრო მოსაწყენი იყო ვიდრე სანახაობრივი, თუმცა გული არ გაიტეხო, უქმეებზე დიდი შერკინება გველოდება.

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება
2021-05-21

„23 მაისს, 12:00-დან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, პირველად საქართველოში, Festival of Speed გაიმართება. ეს იქნება ყველაზე დიდი, კლასიკური ავტომობილების გამოფენა-ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Historic Vehicles Associatio