2020-09-13

სებასტიან ფეტელი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, (2010, 2011, 2012, 2013) სებასტიან ფეტელის მომავალი გარკვეულია. გერმანელმა მრბოლელმა, Racing Point-თან კონტრაქტი გააფორმა. 2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონს, ლენს სტროლთან ერთად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონისთვის, რეისინგ ფოინთი სახელს შეიცვლის და 60 წლიანი პაუზის შემდეგ ასტონ მარტინი ფორმულა 1-ში ოფიციალურად დაგვიბრუნდება.


ტრანსფერთან დაკავშირებით, რეისინგ ფოინთის ხელმძღვანელმა, Otmar Szafnauer-მა მცირე კომენტარიც გააკეთა: „სილვერსტოუნში, მთელი ჩვენი გუნდი, ამ სიახლით აღფრთოვანებულია. სებასტიანი მრავალგზის ჩემპიონია, ის ჩვენს გუნდს გამარჯვებას მოუტანს“


სებასტიან ფეტელი - „ მიხარია, რომ მომეცა საშუალება, გაგიზიაროთ ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლე, გადავწყვიტე მიმეღო ახალი გამოწვევა. 2021 წლიდან, მე ვიქნები ლეგენდარული ავტომწარმოებლის, Aston Martin-ის მრბოლელი. მჯერა, რომ ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია".

მსგავსი სტატიები

ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-31

2020 წლის 30 აგვისტოს, ბელგიაში ფორმულა 1-ის რიგით მეშვიდე ეტაპი გაიმართა. რბოლას, რა თქმა უნდა, არდენების რეგიონში, მდებარე ავტოდრომმა „Circuit de Spa-Francorchamps“-მა უმასპინძლა.

ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
ლუის ჰემილტონის მორიგი რეკორდი
2020-11-16

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლაა დარჩენილი, ყველაფერი კვირას, 15 ნოემბერს თურქეთის გრან-პრიში გაირკვა. პოდიუმზე პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰამილტონმა არავის დაუთმო.

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.