2020-10-13

11 ოქტომბერს, აღმართის დაძლევის ჩემპიონატი 2020 გაიმართა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 11 ოქტომბერი, ქართული ავტოსპორტისთვის და გულშემატკივრებისთვის, კიდევ ერთი შესანიშნავი დღე იყო. პანდემიის მიუხედავად, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის, მესამე ფინალური და თბილისის თასის, 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართა. აღმართის დაძლევაში 12-მა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი მეტად სანახაობრივი გამოდგა, ეს მეტწილად ტრასის სირთულემაც განაპირობა, თუმცა ავტოსპორტში უმთავრესი ხომ გამარჯვების წყურვილია?


ღონისძიება, თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მხარდაჭერით ჩატარდა.
მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ქუჩის რბოლებმა შეჯიბრებაში გადაინაცვლოს, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. 



შეჯიბრების ფარგლებში გაიმართა ორი ვარჯიში, ერთი საკვალიფიკაციო გარბენი და ორი ფინალური რბოლა. გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდა. 



ავტოსპორტი მსოფლიოში, ერთ-ერთი ექსტრემალური და სანახაობრივი სახეობაა. ისტორიას არ ახსოვს ისეთი შეჯიბრება, სადაც მცირედ ავარიებს არ ჰქონოდა ადგილი. სამწუხაროდ, თბილისის თასის მეორე ეტაპს და საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს, სამი მბროლელი: ირაკლი მეძმარიაშვილი, ილია ხავთასი და შალვა ოგბაიძე გამოეთიშა. გამოცდილ მრბოლელებს ავტომობილები მოუცურდათ, თუმცა ამ სპორტისთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ყოველი მარცხი, ხომ გამარჯვების საწინდარია? „ეცადე, ყოველი მარცხი აქციო შესაძლებლობად“ - ჯონ როკფელერი



თბილისის თასის მეორე ეტაპის და საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის, აღმართის დაძლევაში გამარჯვებულები არიან:

კლასი 2B:

პირველი ადგილი - ვლადიმერ კუხიანიძე Subaru Impreza

მეორე ადგილი - სანდრო ლომაძე Ford Fiesta R5


კლასი 3B

პირველი ადგილი - სანდრო თავართქილაძე

მეორე ადგილი -xxx

მესამე ადგილი - xxx


კლასი 4A

პირველი ადგილი - არჩილ ბიძინაშვილი

მეორე ადგილი - ავთანდილ აბრამიშვილი

მესამე ადგილი - გიორგი მჭედლიშვილი


კლასი 5B

პირველი ადგილი - ვლადიმერ გიორგაძე

მეორე ადგილი - იური მანგასაროვი

მესამე ადგილი - დიმიტრი კიკაჩეიშვილი


კლასი აბსოლუტი

პირველი ადგილი - სანდრო თავართქილაძე

მეორე ადგილი - ვლადიმერ კუხიანიძე

მესამე ადგილი - არჩილ ბიძინაშვილი



მსგავსი სტატიები

6 ივნისს საქართველო მესამედ აირჩევს დრიფტის მეფეს
6 ივნისს საქართველო მესამედ აირჩევს დრიფტის მეფეს
2021-06-01

6 ივნისი, 15:00 საათზე საქართველოში მესამედ ჩატარდება Red Bull Car Park Drift. საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულს „დრიფტის მეფის“ ტიტული და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა ერგება.

ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-31

2020 წლის 30 აგვისტოს, ბელგიაში ფორმულა 1-ის რიგით მეშვიდე ეტაპი გაიმართა. რბოლას, რა თქმა უნდა, არდენების რეგიონში, მდებარე ავტოდრომმა „Circuit de Spa-Francorchamps“-მა უმასპინძლა.

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
2020-07-13

სეზონის პირველი გამარჯვება Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა,