Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?
2020-09-22

რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი ?

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ფორმულა 1, ავტოსპორტში ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობაა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები კონსტრუქტორთა თასისთვის იბრძვიან. ავტოსპორტში არის საკითხები, რაც მაყურებლისთვის უხილავია და შეჯიბრების დროს ამის შესახებ არავინ საუბრობს. ჩვენ ვტკბებით სანახაობით, მაგრამ ეს სიამოვნება გუნდებს და სპონსორებს კოლოსალური თანხა უჯდებათ. დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებთ თუ რა ღირს ფორმულა 1-ის ბოლიდი და რა უჯდებათ გუნდებთ 1 სრული სეზონი.

ყოველ წელიწადს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA), არაერთ ახალ რეგულაციას იგონებს, ეს ყველაფერი კი ფორმულა 1-ში მონაწილეობის ხარჯებს საგრძნობლად ზრდის. მაგალითად, 2014 წელს გუნდს ბოლიდის შექმნა თუ $7,700,000 უჯდებოდათ, 2019 წელს ეს ფასი საგრძობლად გაიზარდა და $12,164,700 შეადგინა. 



ფორმულა 1-ის ბოლიდის პროქტირება, ისეთივე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც კოსმოსური ჰომალდის შექმნა. ბოლიდი 80,000-ზე მეტი დეტალისგან შედგება. მის შექმნაზე, მსოფლიოში საუკეთესო ინჟინრები და დიზაინრები მუშაობენ.


რა ღირს ბოლიდის აღდგენა? - ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, დაზიანებული ბოლიდის შეკეთება, გუნდს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებათ. მისი ფასი საშუალოდ: $500,000-დან $1,500,000-მდე მერყეობს.


რა ჯდება ერთი სეზონის ჩატარება ? - სანამ უშუალოდ ფორმულა 1-ის ბიუჯეტზე ვისაუბრებდე, შეგახსენებ, რომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი $307,342,410 მილიონს შეადგენს. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოს, მაგრამ 2019 წელს, Mercedes-ის ფორმულა 1-ის გუნდს, ერთი სრული სეზონი $442 მილიონი დაუჯდათ, ხოლო Scuderia Ferrari-ის კი $463 მილიონი. 2019 წელს ყველაზე ბიუჯეტური გუნდები, Haas F1 Team და Williams Racing გახლდათ, მათი ბიუჯეტი $150 მილიონი შეადგინა.


 

მსგავსი სტატიები

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
2020-07-13

სეზონის პირველი გამარჯვება Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა,

ფორმულა ერთის ისტორია
ფორმულა ერთის ისტორია
2019-12-31

ფორმულა ერთის ისტორიას 30-იანი წლების ევროპაში ჩაეყარა საფუძვლები, სახელწოდებით „European Championship“ ორგანიზატორებს რეგლამენტიც ჰქონდა შედგენილი, თუმცა ხელი როგორც ყოველთვის ომმა შეუშალა.