Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Top 5 ფილმი მანქანაზე
2020-09-08

Top 5 ფილმი მანქანაზე

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ავტოინდუსტრია, არა ერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმისთვის გამხდარა შთაგონების წყაროდ, შესაბამისად დღეს წარმოგიდგენ ხუთ საუკეთესო ფილმს, რომელიც უდავოდ შეგიქმნის კარგ განწყობას და დაგმუხტავს ენერგიით.

No Man's Land - 1987 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი სახელად „No Man's Land" მთავარ როლში: Charlie Sheen-ს, D.B. Sweeney-ს და Lara Harris-ის იხილავთ. მოქმედება ლოს ანჯელესში ვითარდება, სადაც D.B. Sweeney-ნი პოლიციელია, მას დაავალეს მოიპოვოს ინფორმაცია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფების შესახებ, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ Porsche 911-ის გატაცებებით.


Taxi (1998) - ჟერარ პირესის საკულტო ფილმი, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ფილმის სიუჟეტი მარსელში ვითარდება. ერთ მშვენიერ დღეს ტაქსის მძღოლს დანიელს, სიჩქარის გადაჭარბებისათვის, უიღბლო პოლიციელი ემილიენი გამოიჭერს. ნებსით თუ უნებლიეთ, მათი თანამშრომლობა შედგება, რათა ბანკის მძარცველები დაიჭირონ. ამით დანიელი  თავისუფლებას იბრუნებს, ხოლო ემილიანი ნანატრ პატივს და სახელს.


Gone in 60 seconds - 2000 წლის 5 ივნისს, ლეგენდარული ფილმის, „Gone in 60 Seconds“-ის რიმეიქი ვიხილეთ. მოქმედება, ლოს ანჯელესში ვითარდება. მთავარ მოქმედ პირს, რენდელ „მემფის" რეინს, ერთ ღამეში 50 მანქანის გატაცება უწევს, რათა უმცროსი ძმა გადაარჩინოს. დავალება თითქოს მარტივია, მაგრამ მემფის მხოლოდ „Eleanor“-თან გამკლავების ეშინია.


Rush – 2013 წელს, საზოგადოებამ რონ ჰოვარდის შედევრი „რბოლა“ იხილა. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს, ფორმულა ერთის ლეგენდარულ მრბოლელების: ჯეიმს ჰანტისა და ნიკი ლაუდას შერკინებაზე. მოქმედება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ვითარდება.


Ford v Ferrari - 2019 წლის 15 ნოემბერს, ეკრანზე ჯეიმს მენგოლდიის გენიალური ფილმი, Ford v Ferrari ვიხილეთ. ის რეალურ ისტორიას ეფუძვნება და მოგვითხრობს 60-იანი წლების, Enzo Ferrari-სა და Henry Ford II-ის ომზე. მთავარ როლს, ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც არიან: მეთ დეიმონი, ქრისტიან ბეილი და ჯონ ბერნტალი.


 

მსგავსი სტატიები

Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი
Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი
2020-07-30

რამდენიმე დღის წინ, Skoda-მ დაანონსა, რომ ამა წლის პირველ სექტემბერს, მათი პირველი სერიული ელექტრო კროსოვერის დებიუტი შედგება, მანამდე კი ტიზერებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არის მომავლის მანქანა, რომელსაც ფუტურისტული დიზაინი ექნება.

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე