2020-07-27

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Chrysler Imperial – თუ 50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირშის მაღალჩინოსნები ЗИЛ-111-ით დაბრძანდებოდნენ და მსგავსი კომფორტული ავტომობილის შეძენა, უბრალო მოკვდავს არ შეეძლო, სამაგიეროდ იმავე პერიოდის ამერიკაში, წარმატებული ადამიანი კრაისლერ იმპერიალს ყიდულობდა. „Imperial“ ეს იყო ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც კრაისლერთან თანამშრომლობდა. კრაისლერ იმპერიალი, ექსკლუზიურობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. ის აღჭურვილი იყო: ელექტრო პაკეტით, ჰიდრავლიკა, კრუიზ კონტროლი, ცენტრალური საკეტი და სხვა. ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშე ბილ ვაითი (Bill White) შავი კრაისლერ იმპერიალით დაბრძანდებოდა. ასეთი მანქანა საქართველოში 1-2 თუ მეგულება, ამ უნიკალური მანქანით შეგიძლია, თავადაც ისიამოვნო, ასევე გააქირაო და ბიზნესად აქციო. 

https://www.myauto.ge/ka/pr/46668307/iyideba-sedani-chrysler-300-1959-benzini-geo


Fiat 500e - თუ გსურს იყოლიო ეკო მეგობრული ავტომობილი, რომელიც გლამურის და თანამედროვეობის კომბინაცია იქნება, მაშინ ეს ელექტრო ფიატ 500 საშენო მანქანაა. ამ უნიკალური ელექტრომობილით 1 სრული დამუხტვით, ქალაქში 130 კილომეტრს გაგატარებს, ეს კი მოგცემს საშუალებას, საწვავში დაზოგილი თანხა სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო.

https://www.myauto.ge/ka/pr/46202004/iyideba-hechbeqi-fiat-500e-2014-eleqtro-geo



Toyota LC76 - ტოიოტას დიდი აღწერა არ ჭირდება, ყველამ იცის, რომ ის უგზოობისთვისაა დაბადებული და კლდესავით მტკიცე იაპონელი არასდროს უშინდება დაბრკოლებებს. თუ შენი ჰობი მოგზაურობაა და გიწევს ბევრი ბარგი-ბარხანის ტარება ეს ავტომობილი ამ საქმისთვისაა ზედგამოჭრილი, ამავდროულად თუ კორონავირუსმა (COVID-19) ზომბი აპოკალიფსი გამოიწვია, აღარ მოგიწევს შესაბამისი ტრანსპორტის მოძიებაც.  

https://www.myauto.ge/ka/pr/46289214/iyideba-jipi-toyota-land-cruiser-2014-dizeli-geo


Jaguar F-type - იან კალუმმ-ის (Ian Сallum) ქმნილებით სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურადღების ცენტრში იქნები. იაგუარი აღჭურვილია 340 ცხენის ძალიანი, 3.0L V-6 ძრავით და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მისი ხიბლი თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქში ყოველდღიურად შეგიძლია გადაადგილება, ამავდროულად შაბათ-კვირას რუსთავის ავტოდრომზე მიიღო დაუვიწყარი შეგრძნებები.

https://www.myauto.ge/ka/pr/46298509/iyideba-kabrioleti-jaguar-f-type-2014-benzini-geo


ЗАЗ-968М- თუ ავტომობილების კოლექციონერი ხარ, მაშინ ზაპოროჟეცი ხელიდან გასაშვები მანქანა არაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშა ЗАЗ-968М-ის შოვნა მეტად რთული საქმე, რადგან ის გადაშენების გზას დაადგა. ЗАЗ-968М –ის ბოლო მოდიფიკაცია, ზაპოროჟიეს ქარხანამ 1979 წლის ბოლოს დაიწყო.

https://www.myauto.ge/ka/pr/46818518/iyideba-sedani-zaz-1102-1991-benzini-geo


მსგავსი სტატიები

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ

2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2020-10-21

10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მოდელი, აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში HUMMER, ვეღარ იქნებოდა დიზელის V8 ძრავით აღჭურვილი, შესაბამისად 2021 წლის HUMMER სრულად ელექტრო ყველგან მავალია. ელექტრო

გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი
გაიცანით Volvo-ს პირველი ელექტრო კროსოვერი
2020-05-07

Volvo, ეს არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. მისი სლოგანიც ხო შესაბამისია „VOLVO FOR LIFE“, გასულ წელს შვედურმა კომპანიამ დააანონსა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს კლიმატის ცვლილებასთან ბ