2020-07-10

Nissan GT-R Offroad

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ნიდერლანდებში ბაზირებული კომპანია, Classic Youngtimers Consultancy-ზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კომპანია, რომელიც მითოლოგიურ პერსონაჟს „ჯინს“ გავს. მათი ინჟინრები და დიზაინრები, მომხმარებლის ნებისმიერ სურვილს ასრულებენ. 


Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი: Nissan GT-R Offroad „Godzilla 2.0“ ეს არის ამ კომპანიის რიგით მესამე Offroad პროექტი.


 ამ გენიალური პროექტისთვის, პირველი თაობის Nissan GT-R (R35) გამოიყენეს. ინჟინრებმა კლირენსი 12 სანტიმეტრით გაზარდეს, გაუმჯობესეს დაკიდების სისტემა, შეიცვალა ფრთის თაღები და დაუყენეს სპეციალური უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავები. ასევე Godzilla-ს წინა ბამპერზე და სახურავზე დაუყენეს დამატებითი LED ნათება და სათადარიგო საბურავი.  ავტომობილის ძარას კი კომუფლირებული ფირი გადააკვრეს.  „Godzilla 2.0“-ს ისეთი აგრესიული დიზაინი აქვს, რომ მგონია რეჟისორ ჯორჯ მილერის ფილმის, Mad Max-ის მთავარი პერსონაჟისთვისაა შექმნილი.


ტექნიკური მონაცემები - Godzilla აღჭურვილია, ფორსირებული 3.8 L twin-turbo ძრავით და 600 + ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუ კომპანია Classic Youngtimers Consultancy-ს დავუჯერებთ, Godzilla-ს 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 2.5 წამი დაჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 330 კილომეტრ საათია. 

ფასი: ამ საუცხოო და გიჟური ავტომობილის ფასი € 95,000-ია დღევანდელი კურსით 107,589 ამერიკული დოლარი გამოდის

მსგავსი სტატიები

Როგორ შევარჩიოთ ავტომობილი
Როგორ შევარჩიოთ ავტომობილი

თუ ავტომობილების ინდუსტრიაში ახლა იწყებ გარკვევას, ან თუ უკვე ბევრი წელია, რაც ახალი ავტომობილი არ შეგიძენია, შესაძლოა, რთული იყოს მიხვდე საიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში, ალბათ, გაინტერესებს Როგორ უნდა გაარკვიო რომელი მანქანა შეესაბამება შენს

ელექტრო - Rolls-Royce Phantom V
ელექტრო - Rolls-Royce Phantom V
2020-08-25

მსოფლიოს მასშტაბით, დიდი თუ პატარა კომპანიები, მუშაობენ ახალ პროექტებზე, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბული, ვიდრე შიგაწვის ძრავები. მაგალითად სილვერსტოუნში ბაზირებულმა კომპანიამ LUNAZ DESIGN-მა, 1961 წელს გამოშვებულ R

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი