Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Hippie Van ბრუნდება
2020-03-25

Hippie Van ბრუნდება

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

ახლიდან დაბადება

 Volkswagen-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ eClassics-მა გვამცნო, რომ ჰიპების საყვარელ მანქანას T1 Samba Bus-ს გააცოცხლებენ. ის რათქმაუნდა აღჭურვილი იქნება 81 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით და 45 Kwh-ნი ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion battery), მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ იქნება. მას ერთი დამუხტვით 200 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. ავტომატურ გადაცემათა კოლოფს დაემატა გადაცემა B, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ B-ში გადართავ და აუშვებ აქსელერაციის პედალს, მაშინ რეკუპერაციის ხარჯზე ელემენტი ახლიდან დაიმუხტება.

„hippie van“-ს მაქსიმალურად შეუნარჩუნეს კლასიკური დიზაინი. Samba Bus-ის ინტერიერი გაწყობილი იქნება ორ ფეში Saint Tropez პლუს Saffrano Orange. რამდენად მოეწონებოდათ ასეთი მოდელი 60-70-იან წლებში ჰიპებს ეს კიდევ სხვა საქმეა. Samba Bus დამატებით აღიჭურვება თანამედროვე ფუნქციონალებით, როგორიცაა: We Connect, Bluetooth, USB და DAB+ . T1 Samba Bus-ის ფასი €64,900 ($69,500) იქნება. წესით მისი დებიუტი ქალაქ Essen-ში გამართულ ყოველწლიურ გამოფენაზე Techno Classica 2020-ზე უნდა ჰყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო ორგანიზატორებმა ეს ღონისძიებაც გააუქმეს.


ისტორია

Volkswagen van-ის შექმნის იდეა, ჰოლანდიელ ბიზნესმენს Ben Pon-ს 1947 წელს დაებადა, როდესაც ის Volkswagen-ის ქარხანას სტუმრობდა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ევროპა განიცდიდა ისეთი კომპაქტური მანქანების ნაკლებობას, რომელსაც შეეძლო მსუბუქი ტვირთის მარტივად და სწრაფად გადატანა. 1947 წლის 23 აპრილს Ben Pon-მა ჩანახატები ბლოკნოტში გააკეთა და ერთ მშვენიერ დღეს, ეს უტოპიური იდეა Volkswagen-ის გენერალურ დირექტორს Heinrich Nordhoff-ს გააცნო. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, იდეამ მოწონება დაიმსახურა და ჩანახატების გაკეთებიდან 2 წელიწადში, 1949 წლის 11 ნოემბერს, გერმანელმა ინჟინრება წარადგინეს პირველი პროტოტიპული მოდელი: Volkswagen Transporter T1. კომერციული ტრანსპორტის T1-ის სერიული წარმოება 1950 წლის 8 მარტს დაიწყო, ხოლო 1951 წელს მივიღეთ მგზავრებისთვის განკუთვნილი საკულტო მინი-ფურგონი Samba Bus. პირველი თაობა იწარმოებოდა 1950 წლიდან 1966 წლამდე, შემდეგ მივიღეთ განახლებული, მეორე თაობის Volkswagen Transporter T2, რომელიც იწარმოებოდა 1966 წლიდან 1979 წლამდე.




Hippie Van

60-იან წლებში გაჩნდა ახალგაზრდული  სუბკულტურა „ჰიპები“. სახალხო შეკრებები, მუსიკალური ფესტივალები და პროტესტი იყო ჰიპების მოძრაობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები. Volkswagen-ის მინი-ფურგონმა Samba Bus-მა სახელი „ყვავილების ბავშვებში“  Woodstock -ის ფესტივალიდან გაითქვა. 60-70-იან წლების ამერიკაში ხშირად შეგხვდებოდათ ჰიპების სიმბოლიკით მოხატული ფერადი Samba Bus, აქედან მივიღეთ Volkswagen -ის მინი-ფურგონის ზედმეტსახელი Hippie Van. ის დღესაც კი პოპულალურია და მოდური.  


პირველი Taxi Hybrid

1973 წელი ნავთობის „მსოფლიო ფასების რევოლუცია“ მოხდა. იმ წლის ოქტომბერში ისრაელისა და არაბული ქვეყნების ომმა („იომ-ქიფურის“ ომი) ბიძგი მისცა არაბული ქვყნების ემბარგოს „პროისრაელურ“ დასავლეთ ევროპაში ნედლი ნავთობის გატანაზე. მას მოჰყვა პანიკა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და შესაბამისად, ფასის უკონტროლო ზრდა. ამ ყველაფერმა ინჟინრები დააფიქრა შეექმნათ რაიმე ეკონომიური ტრანსპორტი. 1973 წელს  გერმანულმა კომპანიამ Volkswagen-მა პუბლიკას შესთავაზა პირველი ჰიბრიდი  Taxi Hybrid.








მსგავსი სტატიები

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
2020-06-22

ტრადიციულად ორშაბათ დღეს, ჩვენ გთავაზობთ ხუთ იშვიათ ავტომობილს, რომლის ნახვა და შეძენა, შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ ამ ავტომობილებზე საუბარი.

 2021 Lexus IS
2021 Lexus IS
2020-06-23

Lexus-მა განახლებული, მეოთხე თაობის IS წარმოგვიდგინა. საერთოდ Lexus ეს არის, დინამიურობისა და კომფორტის იდეალური კომბინაციაა. მისი ყოლა ჩვენს სტილს უსვამს ხაზს.