2020-07-22

Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 Ford Performance-მა და კომპანია RTR Vehicles-მა, მომავლის დრიფტ-ქარი შემოგვაპარა. ეს პროტოტიპული „Mustang Mach-E 1400“ წარმოებულია საქმოქალაქო Mach-E GT-ის ბაზაზე, თუმცა სამოქალაქოსგან განსხვავებით შვიდი ელექტრო ძრავა და 56.8 kwh სიმძლავრის ბატარეითაა აღჭურვილი.


Mustang-ის წინა დიფერენციალზე დაკავშირებულია, სამი YASA P400 R სერიის ელექტრო ძრავა, ხოლო ოთხი კი უკან დიფერზე. მათ მხოლოდ ერთი კარდანული ლილვი აკავშირებს. ჯამში ეს საოცარი ავტომობილი 1,400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  


ინტერიერი თითქოს არ განსხვავდება ტიპური დრიფტ-ქარისგან, მაგრამ ერთ უცნაურობას მაინც აღმოვაჩენთ: უკან სპორტული სავარძლებია განთავსებული.


Mustang Mach-E 1400-ის ძარა, მთლიანად გამაგრებულია უსაფრთხოების კარკასით, ინჟინრებმა წინ და უკან რეკაროს სპორტული სავარძლები დაუყენეს. კოკპიტზე ჩაშენებულია უზარმაზარი 15,5 დუიმიანი ეკრანი. ის აღჭურვილია ABS, Brembo-ს სამუხრუჭე ხუნდებით, ჰინდრავლიკური ხელის მუხრუჭით, მდგრადობის ელექტრონული კონტროლით (ESC). ამ ელექტრო მანქანის უნიკალურობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ეკრანზე თითის დაჭერით, უკანა წამყვანი Mustang შეგიძლია, როგორც წინა წამყვანად, ასევე სრულ ამძრავად აქციო დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე.



Ford Performance-მა და RTR Vehicles-მა განაცხადა, რომ ამ უნიკალური ავტომობილის შესაქმნელად 10,000 საათი დასჭირდათ. სამწუხაროდ ეს იქნება ერთადერთი ეგზემპლარი და სერიულ წარმოებას არ გეგმავენ, მისი დებიუტი NASCAR-ის რბოლაში შედგება.




მსგავსი სტატიები

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020-05-19

ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
2020-10-26

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6
2020-06-08

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.