Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
ელექტრო - Rolls-Royce Phantom V
2020-08-25

ელექტრო - Rolls-Royce Phantom V

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მსოფლიოს მასშტაბით, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავები. მაგალითად სილვერსტოუნში ბაზირებულმა კომპანიამ LUNAZ DESIGN-მა, 1961 წელს გამოშვებულ Rolls-Royce Phantom V-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არისტოკრატი აღჭურვეს, მსოფლიოში ყველაზე დიდი 120 kWh სიმძლავრის ელემენტით, რომლის მეშვეობითაც ერთი დამუხტვით 400 კილომეტრის გავლა შეეძლება. ვინტაჟური Rolls-Royce Phantom V-ს, 375 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-ს, სულ რაღაც 5 წამში ავითარებს.

ყოველი ვინტაჟური მოდელი, სამგანზომილებიან სკანირებას გადის, შემდეგ კი ავტომობილი მთლიანად იშლება და LUNAZ DESIGN-ის ინჟინრები რესტავრაციით კავდებიან. ამ ეტაპების გავლის შემდეგ 1961 წლის Rolls-Royce Phantom V, სამუდამოდ ემშვიდობება მორალურად მოძველებულ V-8 ძრავს. კომპანია LUNAZ DESIGN-ის ცნობით, თავდაპირველად 30 ეგზემპლარის დამზადებაა დაგეგმილი, როგორც სედანის, ასევე კუპესი თუ კაბრიოლეტის. შეკვეთების მიღება კი დაწყებულია. მათი ფასი £350,000-დან დაიწყება დამოკიდებულია, თუ რომელ ვერსიას შეუკვეთავთ.

მსგავსი სტატიები

Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს
Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს
2020-06-04

ავტოინდუსტრია ემშვიდობება, ბრიტანელების ლეგენდარულ L-სერიის V8 ძრავს. ისტორია მას შემდეგ იწყება, როცა 50-იანი წლების დასაწყიში, Rolls-Royce-Bentley -ის ქარხანა ქალაქ Crewe-ში განთავსდა. საკულტო ძრავის შექმნის ინიციატორი Jack Phillips გალხდა

Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო
Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო
2020-09-18

გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მაგალითად სამუხრუჭე ხუნდების თუ დისკოების ცვეთის შედეგად გამოწვეული მტვერი, ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. შესაბამისად, კომპანიებისთვის ჰაერის დაბინძურე

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
2020-06-22

ტრადიციულად ორშაბათ დღეს, ჩვენ გთავაზობთ ხუთ იშვიათ ავტომობილს, რომლის ნახვა და შეძენა, შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ ამ ავტომობილებზე საუბარი.