2019-11-22

როგორ დავწერო მანქანის აღწერა სწორად ?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ინტერნეტში უამრავი განცხადებაა განთავსებული, ჩვენ ხომ ელექტრონული კომერციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მაღალი კონკურენციაა. Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ( სამასი ათასი ) განცხადება იდება, ჩვენ კი ისეთი ტექსტი უნდა შევარჩიოთ, რომელიც არსებულს გაუწევს კონკურენციას.  და მაინც, როგორია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ?! 

 სანამ განცხადების განთავსებას შეუდგებოდეთ, უმჯობესია მანქანა შეამოწმებინოთ, რათა იცოდეთ მისი მდგომარეობა. პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანია ყველანაირი ინფორმაცია, შესაბამისად მოკლედ და ლაკონურად აღწერეთ მანქანის მდგომარეობა.

1. ტექსტი უნდა უყოს მარტივი და გასაგები, იყავით გულახდილი და რაც მთავარია მიუთითეთ აღწერაში Vin Code - სატრანსპორტო საშუალების საიდინტიფიკაციო ნომერი.

2. აუცილებლად მიუთითეთ როდის ჩამოიყვანეთ მანქანა საქართველოში,  როდის, რომელი დეტალი შეუცვალეთ. აღწერეთ ყიდვისას რისი შეცვლა მოუწევს პოტენციურ მყიდველს და რა ხარჯთან არის დაკავშირებული მაგ. საბურავები, აკუმულიატორი, ხუნდი თუ სხვა. 

3. ტექსტთან ერთად ატვირთეთ, კარგი ხარისხის სურათი, რაც შეიძლება ბევრი. ინტერიერი, ცალკე კოკპიტი, ოდომეტრი, ექსტერიერი, ძრავა, საბარგული. სასურველია ნაკაწრებსაც გადაუღოთ სურათი, როგორც აღვნიშნე გულახდილობა ყოველთვის დასაფასებელია.

4. რაც შეეხება ფასს: თავიდანვე ნუ დაწერთ ბოლო ფასს,  მაგ. თუ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაშია და არ საჭიროებს შეკეთებას და გსურთ 2,000$ გაყიდვა, ფასი დაადეთ 2,300$. გაითვალისწინე რომ ვაჭრობა მოგიწევს და თავიდანვე ნუ დაუკლებთ დიდ თანხას, შეეცადეთ პოტენციურ მყიდველს ათქმევინო მისი სასურველი თანხა.



მსგავსი სტატიები

ავტომობილის რომელ ნაწილებს სჭირდება ზეთის შეცვლა
ავტომობილის რომელ ნაწილებს სჭირდება ზეთის შეცვლა
2020-04-15

დროულად შეცვლილი ზეთები უხანგძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ამ პატარა სტატიაში მე ჩამოგიწერ იმ მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელსაც რეგულალურად უნდა უცვალო სხვადასხვა ტიპის ზეთები.

Check Engine or Service Soon
Check Engine or Service Soon
2019-12-19

თითქმის ყველა თანამედროვე მანქანას გააჩნია Check Engine ან Service Soon, თუმცა საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მახინაციებს მიმართავენ, რათა აღნიშნული ნათურა ჩააქრონ, თითქოს და ყველაფერი გამართულად მუშაობს.

რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს
რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს
2020-10-14

რაც არ უნდა კარგი და საიმედო მანქანა შეიძინო, სერვის ცენტრში ვიზიტის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მანქანას პერიოდულად სჭირდება ცვეთადი დეტალების შეცვლა. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა ხელოს