2020-04-02

როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ ავტომობილის გამოყენება თქვენც გაცილებით იშვიათად გიწევთ და ძირითადად სადგომზე გყავთ გაჩერებული. ამ დროს ჩვენი ერთგული მეგობრის მოვლა და გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი 5 რჩევა დაგეხმარებათ: 

საწვავი -  გაუფრთხილდი საწვავის ტუმბოს, თვითიზოლაციის პერიოდში ნუ გამოსცდი ბედს, ჩაასხი მინიმუმ ნახევარი ავზი საწვავი, ამით შენ დროსაც დაზოგავ და ფინანსებსაც. 


აკუმულატორი - თუ ჩვენ კვირაში ერთხელ გვიწევს პროდუქტებისთვის გასვლა, შუალედში ჯობია ერთხელ მაინც დაქოქო მანქანა, რათა დარწმუნდე ყველაფერი ისევ ისე გამართულად მუშაობს თუ არა? სასურველია იქონიო ე.წ (Перемычки ) აკუმულიატორის დამტენი (car battery charge) 


მზისგან დაცვა - მზე გვათბობს, ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, თუმცა დადებითს უარყოფითიც მოსდევს. თუ ფარეხი არ გაქვს და მანქანა მზეზე გყავს გაჩერებული, გამოიყენე მზის სხივისგან დამცავი ფარდა (windshield shades for cars), ასევე შეგიძლია  ჩრდილიანი ადგილიც მოძებნო და გაუფრთხილდე მანქანის საღებავს.


საბურავების წნევა - საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. თანამედროვე მანქანები TPMS-ის სენსორითა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც ვგებულობთ, თუ რომელ საბურავს აკლია წნევა. დიდხანს დგომისგან შეიძლება საბურავმა დაშვება დაიწყოს, ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ წნევა და საბურავის ზოგადი მდგომარეობა. სასურველია ვიქონიოთ მანქანის ნასოსი-კომპრესორი,რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დავბეროთ დაშვებული საბურავი. 


ფისოვანი მცენარეები- შეეცადე არ გააჩერო მანქანა ხის ქვეშ, გაზაფხულზე განსაკუთრებით ჩვენი მანქანის პირველი მტერია. ხის ფისი ძარაზე ლაქებს ტოვებს, მისი მოშორება კი მეტად რთული საქმეა , მითუმეტეს კარანტინის პერიოდში ყველა სამრეცხაო დახურულია.



P.S.  შემდეგ ბმულზე https://bit.ly/2Xepi2T შეგიძლია გაეცნო ავტომობილის დეზინფექციის ზოგად რჩევებსაც. 

მსგავსი სტატიები

რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
2019-11-22

მანქანის შეძენისას, ყოველთვის იკვეთება საშინელი დილემა და ჩემს თავს ვეკითხები , რომელი მანქანა შევიძინო? ოდნავ უფრო ასაკოვანი დაბალი გარბენით თუ შედარებით ახალი და დიდი გარბენით ?

რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
2023-07-17

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მანქანების მოყვარულებისათვის უამრავი სასიამოვნო სიახლე დაინერგა და გაუმჯობესებული ძრავა შეიქმნა. სხვადასხვა მარკის მანქანების ვიზუალურ ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ერთად, დღეს, თანამედროვე

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-07-05

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული