2019-12-19

Check Engine or Service Soon

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 თითქმის ყველა თანამედროვე მანქანას გააჩნია Check Engine ან Service Soon, თუმცა საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მახინაციებს მიმართავენ, რათა აღნიშნული ნათურა ჩააქრონ, თითქოს და ყველაფერი გამართულად მუშაობს. და მაინც რას წარმოადგენს ეს წყეული „Check Engine ან Service Soon“ ? პირდაპირ თუ ვთარგმნით Check Engine = შეამოწმე ძრავი და თუ ის აინთო მართვის პანელზე ესეიგი აღმოჩენილი იქნა რაღაც X გაუმართაობა და უნდა მივაქციოთ ყურადღება.
თუ დაქოქვისას აინთო Check Engine და მალევე რამდენიმე წამში, ჩეკის ნათურა ჩაქვრა საგანგაშო არაფერი გაქვთ, ესეიგი ყველაფერი მწყობრშია, მაგრამ თუ ხანგძლივი მოძრაობისას ის მაინც ანთებული დარჩა მართვის პანელზე ესეიგი აღმოჩენილი იქნა, რაღაც X გაუმართაობა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

  მე ჩამოვთლი ექვს შესაძლო გაუმართაობას, რომელიც დაკავშირებულია Check Engine ნათურის ანთებასთან ესენია:

  1. დაბალი ხარისხის ბენზინი, ალბათ გსმენიათ „ჯიგარო ამერიკულია რეგულარს ვასხავ“ ხოდა რეგულარს რომ აკადრებთ მანქანას იმიტომაც ანთებს Check Engine-ს
  2. შესაცვლელმა აალების სანთლებმა (Spark Plugs), შეიძლება აანთოს Check Engine. სტანდარტული აალების სანთელი ყოველ 25-30,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო, პლატინის 75-80,000 კმ-ზე, ხოლო ირიდიუმის აალების სანთელი კი 100 000 კმ-ზე. გულახდილად, ბოლოს როდის შეცვალე „სვეჩები’’ ?
  3. ლამბდა ზონდი (oxygen sensor) შეამოწმებინე, რამდენად გამართულად მუშაობს, იქნებ და გავიდა მარილზე და ამიტომაც აგინთო Check Engine?
  4. კატალიზატორი (catalytic converter), შეიძლება მას გაუვიდა ვადა, ჩაიშალა. კატალიზატორი უზრუნველყოფს მავნე ნივთირებების გარდაქმნას ნაკლებად მავნედ, შესაბამისად შესაცვლელი კატალიზატორი აღარ მუშაობს და შესაძლოა ამიტომაც ანთებს Check Engine-ს. კატალიზატორსაც აქვს თავისი ვადა სულ, რომ 100 ოქტანობის ბენზინი ასხა 150,000 კილომეტრის გავლის შემდეგ ის მაინც უნდა შეცვალო ახლით.
  5. ინჟექტორები (fuel injector) შეიძლება ე.წ. „ფარსუნკები“ აღარ ასრულებს თავის ფუნქციას ანუ წვის კამერაში შესაბამისი რაოდენობის საწვავი წნევით აღარ შეიფრქვევა და ამიტომაც ანთებს Check Engine-ს , გამოსავალი? გაწმენდა სპეციალური დანადგარით ან შეცვლა
  6. საწვავის ფილტრი შეიძლება გაჭედილია და თავის ფუნქციას აღარ ასრულებს ანუ გამტარობა არ ჰყოფნის. ის საწვავი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. პასუხს აგებს ფილტრაციაზე, ანეიტრალებს საწვავის ავზის ჟანგს და ჭუჭყს, გამოყავს წყალი საწვავიდან.  წყლის კონდენსატის შედეგად წარმოქმნილი კოროზიები, ჭუჭყი, ფისი და გაჭედილი მილები საწვავის ფილტრს აბინძურებენ, ამიტომ ის წელწიადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს.

მსგავსი სტატიები

შეარჩიე სწორად საბურავები
შეარჩიე სწორად საბურავები
2019-12-24

სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის , ყველა სეზონი

გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
2020-01-10

სწორად შერჩეული ძრავის ზეთი უხანგრძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ზეთის შეძენისას თანხის დაზოგვა დაუშვებელია და გაუმართლებელია. არსებობს სხვადასხვა სიბლანტის ზეთები, როგორიცაა: ნახევრად სინთეტიკური (Semi Synthetic) , სრული სინთეტიკური (

სიმართლე საბურავების ცვეთაზე
სიმართლე საბურავების ცვეთაზე
2019-11-25

საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც შეხება აქვს გზის ზედაპირთან და პირდაპირ კავშირშია შენს უსაფრთხოებასთან. ახალი საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი ხუთი-ექვსი წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც საბურავი თავის უნიკალ