2020-04-15

ავტომობილის რომელ ნაწილებს სჭირდება ზეთის შეცვლა

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დროულად შეცვლილი ზეთები უხანგძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ამ პატარა სტატიაში მე ჩამოგიწერ იმ მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელსაც რეგულალურად უნდა უცვალო სხვადასხვა ტიპის ზეთები.

ძრავის ზეთი

როგორც ვიცით ზეთიც ძველდება და დაძველების შემდეგ, საჭირო მახასიათებლებს და უნიკალურ თვისებებს კარგავს, რაც იწვევს ძრავის დაზიანებას. საქართველოს პირობებში ზეთი და ზეთის ფილტრი, სასურველია მალევე 7-8,000 კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვალო. ამითი გაუხანგძლივებ ძრავს სიცოცხლეს და აიცილებ დიდ ხარჯებს.  ხარისხიანი ზეთი და ფილტრი ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.


გადაცემათა კოლოფის ზეთი 

გადაცემათა კოლოფი საჭიროებს სწორ ექსპლუატაციას, პერიოდულად უნდა ვამოწმოთ შუპით ზეთის დონე და სიბლანტე, მაგრამ არსებობს ისეთი მანქანები, რომლის დონეს და ზეთის ფერს სპეციალისტის გარეშე ვერ დაადგენთ, რადგან ე.წ. (შუპი) არ გააჩნია. რაც უფრო მუქია ზეთი მით, მალევე უნდა შეცვალო ის.

  1. CVT ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ზეთი ყოველ 25-30,000  კილომეტრზე უნდა შეცვალო,
  2. ავტომატური გადაცემათა კოლოფში 50-80,000 კილომეტრის გავლის შემდეგ
  3. მექანიკურ კოლოფში ზეთის შეცვლა ყოველ 120,000 კილომეტრზეა საჭირო

 

ანტიფრიზი 

ზამთარში იცავს ძრავს გაყინვისგან და სიცხეში კი გვიცავს დუღილისგან. ანტიფირიზი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან 3 წლის შემდეგ ვადა გასდის და კარგავს მის უნიკალურ თვისებებს. თუ არ გინდა, რომ ყინვამ ძრავა დაგიზიანოს შეცვალე ანტიფრიზი. 

 

საჭის ჰიდრავლიკის ზეთი (Steering wheel fluid)

 

როგორც სხვა ზეთები, ჰიდრავლიკის ზეთიც ძველდება და მასაც ჭირდება, შეცვლა. ცუდმა ჰიდრავლიკის ზეთმა შეიძლება, შენი ავტომობილის საჭე დაამძიმოს, ან ბოლომდე საჭის გადატრიალებისას უსიამოვნო ხმის „წრიპინის“ ხმის გამოცემა დააწყებინოს. თუ გინდა რომ ეს ყველაფერი აიცილო, მაშინ ყოველ 50,000 კმ-ს გავლის შემდეგ შეცვალე ჰიდრავლიკის ზეთი.


 

სამუხრუჭე სითხე (Brake fluid)

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. სამუხრუჭე სითხის ფუნქციაა: მუხრუჭზე ფეხის დადგმისას, წნევა გადასცეს მთავარი სამუხრუჭე ცილინდრიდან, საბურავის მუხრუჭამდე. პრაქტიკულად სამუხრუჭე სითხე მონაწილეობას იღებს მანქანის გაჩერებაში, ასევე ის პოხავს რეზინისა და მეტალის დეტალებს. სამუხრუჭე სითხესაც თავისი ვადა აქვს და ისიც ძველდება და კარგავს თავის თვისებებს. სამუხრუჭე სითხე ყოველ 50-60,000 კილომეტრის გავლის შემდე უნდა შეცვალო.


მსგავსი სტატიები

შეარჩიე სწორად საბურავები
შეარჩიე სწორად საბურავები
2019-12-24

სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის , ყველა სეზონი

როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
2019-11-22

„დადგა დრო და ჟამი სამსჯავროზე წარსდგენისა“ თქვენი გასაყიდი მანქანა ასახავს თქვენს ერთგვარ ფსიქოპორტრეტს და მაინც როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად ? პირადად მე ყოველთვის ვამჯობინებ მანქანისათვის ხელის შევლებას, რომელიც მაძლევს საშუალებას

გაუხანგძლივე სიცოცხლე მანქანას
გაუხანგძლივე სიცოცხლე მანქანას
2019-11-19

ჩვენთვის მანქანის მფლობელებისთვის მუდმივ გამოწვევად რჩება, ჩვენი მანქანის დროული გეგმიური შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მის ხანგძლივ სიცოცხლეს. სანამ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად გაემგზავრები, ქალაქგარეთ შეამოწმე შენი მანქანის პულს