2021-03-17

რალისტარის ფინალი ეტაპი გაიმართა, ვინ გაემგზავრება ევროპაში?

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star - ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა. თბილისში 14 მარტს ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე  ფინალური შესარჩევი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილებას 3 სხვადსხვა რეგიონალური ეტაპის  (თბილისი,რუსთავი,ქუთაისი) 60 საუკეთესო შედეგის მქონე ბიჭი და 8 გოგონა იღებდა.

შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 13 მონაწილე  ბიჭი და 5 გოგნა კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. საბოლოოდ კი ცნობილია საუკეთესო შედეგის მქონე 4 ბიჭი და 1 გოგონა, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპის კონტინეტურ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საერთო ჯამში 300-მდე  ავტომოყვარული ახალგაზრდის ჩართულობა მოიცვა.ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია , საქართველოს საპატრულო პოლიცია და  განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალური მერია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების   აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.

ევროპის კონტინენტური ფინალის მონაწილე ხუთეული :
  • ოთარ ესართია
  • ნიკა ბილისეიშვილი
  • ალექსანდრე შაკულაშვილი
  • ნიკოლოზ ბექაური
  • სალომე მჭედლიშვილი

მსგავსი სტატიები

Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
2020-07-09

ორგზის 2005-2006 მსოფლიოს ჩემპიონი, 38 წლის Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა. Alonso-მ, Renault DP World F1 Team-თან ორწლიან კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ხილვა 2021 წლის სეზონიდან შეგვეძლება

ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში
ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში
2020-11-25

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება.

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა