Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად
2021-03-17

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

„მართვის მოწმობის ტესტებს ზოგი შიშითა და კრძალვით უვლის გვერდს, ზოგი კენწეროში გატკბილების მოლოდინშია, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს პროცესი გართობად გვექცია – ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში – Myauto-მ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის ლენდინგი განაახლა. ამით, თითოეულ მომხმარებელს, საშუალებას ვაძლევთ, უფრო მარტივად შეისწავლოს თეორია და დაეუფლოს ავტომობილის მართვას. გარდა ამისა, ჩვენი ვიდეოები პრაქტიკული გამოცდის ილუსტრაციასაც ახდენს და დაგეხმარებათ, საგამოცდო მოედანზე, სირთულეების დაძლევაში წინასწარ მოემზადოთ“.

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტის მიზანია, სწავლის მოსაწყენი პროცესი, მაქსიმალურად, სახალისო და აზარტული გახდეს და თამაშ-თამაშით აიღოთ მართვის მოწმობა, რისთვისაც  შეიქმნა კიდეც ინტერაქციული პლატფორმა. მალე, მას დაემატება ანალიტიკური გვერდი, რომლის მარტივი დიზაინით, შეძლებთ, ზუსტად გაიგოთ, რა გეშლებათ ყველაზე ხშირად და სწორედ ამ მიმართულებით დახარჯოთ მეტი დრო, რომ უკეთ მოემზადოთ გამოცდისთვის.

„უნივერსალური პლატფორმა, ასევე, ითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო საჭიროებას, რომელიც წარმოიქმნება სწავლის პროცესში და მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ინსტრუქციას. აქ შეგიძლიათ, მიიღოთ მარტივად ახსნილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გელოდებათ გამოცდაზე, თითოეული მცირე დეტალის გათვალისწინებით“.

პლატფორმა, ასევე, აერთიანებს საკანონმდებლო აქტებს, მართვის მოწმობის გამოცდაზე წარსადგენი საბუთების სიას და ყველა იმ საკითხს, რაც უშუალოდ გამოცდას, ან მანამდე გასავლელ პროცედურებს უკავშირდება.

„აქ, ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა სახის დიდი თუ მცირე ინფორმაცია, რაც მართვის მოწმობის აღებისას შეიძლება, დაგჭირდეთ, სწავლის დაწყებიდან საკუთრივ მოწმობის აღების ბოლო ეტაპამადე. ეს კი დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში და დასახული მიზნის მარტივად ასრულების საშუალებას მოგცემთ“.

მსგავსი სტატიები

Top 5 ფილმი მანქანაზე
Top 5 ფილმი მანქანაზე
2020-09-08

ავტოინდუსტრია, არა ერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმისთვის გამხდარა შთაგონების წყაროდ, შესაბამისად დღეს წარმოგიდგენ ხუთ საუკეთესო ფილმს, რომელიც უდავოდ შეგიქმნის კარგ განწყობას და დაგმუხტავს ენერგიით.

შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
2020-08-04

ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ში, უჩვეულო ნახევრად ხელთათმანი გამოჩნდა გასაყიდად. ამ ხელთათმანის მთავარი ხიბლი და უცნაურობა იმაში მდგომარეობს, საჩვენებელ და ცერა თითზე შუქდიოდიოდებია მოთავსებული. უცნაური ხელთათმანების მეშვეობით ცუდი განა

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო