2020-09-16

Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

„იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი“.
რიუნოსკე აკუტაგავა



                                                   

 „სიყვარული ერთი შეხედვით“, ასე დავახასიათებდი ნისანის კონცეპტუალურ მოდელს, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ წარმოგვიდგინეს. დიზაინს კარგად თუ დავაკვირდებით, პირველი თაობის Nissan S30-ის სილუეტს მარტივად შევამჩნევთ. ერთი სიტყვით Nissan Z Proto, ეს არის თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი. 



Nissan Z Proto აღჭურვილია 400 ცხენის ძალიანი 3,0 (VR30DDTT ) Twin-Turbo V6 ძრავით, ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ის არის, რომ Twin-Turbo V6 ძრავა დაწყვილებულია, 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. Nissan Z Proto, FM მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აწყობილი. მისი სიგრძე 4382 მმ-ს, ხოლო სიგანე 1850-ს შეადგენს. ძარა ისეთივე ყვითელ ფერშია შეღებილი, როგორც პირველი თაობის Nissan S30 თუ Nissan S31. მისი უკანა მაშუქები კი 300ZX-ის სტილშია შესრულებული.



Nissan Z Proto აღჭურვილია, სპეციალურად მისთვის დამზადებული, Dunlop SP Maxx-ის ტიპის საბურავებით. წინ 255/40 R19, ხოლო უკან 285/35 R19. რაც შეეხება მუხრუჭებს, ნისანს წინ მძლავრი, ექვსდგუშიანი სუპორტები დაუყენეს, უკან კი ოთხდგუშიანი.


ნისანის ინტერიერი, რეტროსპექტულ განწყობას ქმნის თუმცა თანამედროვე მასალები მაინცაა გამოყენებული. აქ დაგხვდება მულტიფუნქციური სპორტული საჭე, 12.3 ინჩის ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ხოლო კოკპიტში ჩაშენებულია, 9 ინჩიანი სენსორული ეკრანი. აღარაფერს ვამბობ,  ისეთ სტანდარტულ ფუნქციებზე, როგორიცაა wireless Apple CarPlay* and Android Auto, ნავიგაცია.  ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულია რეტრო სტილის დამატებითი ხელსაწყოთა პანელი, საიდანაც მიიღებ ინფორმაციას: ტურბოს ბრუნზე, ტურბოს წნევაზე და აკუმულიატორის ვოლტაჟზე.


ისტორია - კომპანია ნისანმა, ბიუჯეტური სპორტული ავტომობილი 1969 წელს გამოუშვა. პირველი თაობის Nissan S30, Yoshihiko Matsuo-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა. იაპონიის ბაზარზე Fairlady Z-ის სახელით იწარმოებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებში, როგორც Datsun 240z, შემდეგ კი Datsun 260z და Datsun 280z. დაბალი ფასის გამო, S30-მა მალევე დაიპყრო ბაზარი. 


მსგავსი სტატიები

Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა
Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა
2020-11-17

რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიაში ბაზირებული კომპანიის, CANEPA-ს ვებ საიტზე, უიშვიათესი შუაძრავიანი, სპორტული ავტომობილი, Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა. ასეთი ავტომობილი, სულ 24 ეგზემპლარია დამზადებული.

Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
2020-09-12

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Lucid Motors-მა, სერიული ელექტრო სედანი Lucid Air წარადგინა. თავდაპირველად მისი დებიუტი 2020 წლის 10 აპრილს, New York-ის ავტოშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ავტოშოუ სამწუხაროდ გ

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ