2020-04-12

2021 წელს Opel-ი იაპონიაში დაბრუნდება

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 15 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, გერმანული კომპანია Opel-ი იაპონიაში ბრუნდება. პირველ ეტაპზე სამი მოდელით იქნება წარდგენილი: ელექტრო Corsa-e, Combo Life და კროსოვერი Grandland X Hybrid4. ოპერირება Opel-მა 2006 წლის დეკემბერში, ჯენერალ მოტორსის გადაწყვეტილებით შეწყვიტა. საბაბი ის იყო რომ, 2005 წელს სულ რაღაც 1,800 მანქანის გაყიდვა შეძლეს, რაც ძალიან ცოტა იყო.



 2017 წელს ფრანგულმა კონცერნმა Peugeot-Citroen-მა, გერმანული საავტომობილო ბრენდი Opel-ი, ჯენერალ მოტორსისგან 2,3 მილიარდ დოლარად შეიძინა, მას შემდეგ ოპელის საქმიანობა გაცილებით კარგად წავიდა. 2023 წლისთვის, ოპელს გამიზნული აქვს იაპონიის დიდი ქალაქების ბაზრის 80 % დაიპყროს, შეიძლება ეს უტოპიაა, მაგრამ Opel-ს იაპონიაში კარგი რეპუტაცია აქვს, როგორც გერმანულ ბრენდს, ეს კი მათ დაეხმარება საქმის წარმოებაში და ექსპორტის გაზრდაში. მაგალითად 1996 წელს, როცა კომპანია პოპულალურობის ზენიტში იყო, იაპონიაში 36,000 ავტომობილი გაყიდა. 2019 წელს ფრანგულმა კონცერნმა Peugeot-Citroen-მა, მარტო იაპონიაში 15,600 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, აქედან 10,626 Peugeot იყო, ეს კი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ Opel-ი საიმედო ხელშია.

მსგავსი სტატიები

კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
2020-11-03

მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილზე, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. აგერ ამერიკულმა კომპან

2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020-04-10

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში შეწყდა მექანიკური კოლოფებით MINI-ის გაყიდვები. ყველას ეგონა, რომ „მექანიკა“ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაზარმა დაგვანახა რომ მასზე მოთხოვნა ისევ მაღალია რა უნდა ექნა ბრენდს ? გაყიდვებზე უარს ხომ არ იტყოდნენ ?

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.4
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.4
2020-05-25

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.