2020-12-15

Baby Endurance International 2020

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
 2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართა. საქართველოდან შეჯიბრში, ათი საუკეთესო სიმ რეისერი იღებდა მონაწილეობას, ხოლო სხვადასხვა ქვეყნიდან კი 30 წარმომადგენელი.


ლეგენდარულ ავტოდრომ IMOLA-ზე, ვირტუალური რბოლა, ორი საათი გაგრძელდა. სრული 68 წრის განმავლობაში, ქართველი ავტომრბოლელი, სანდრო თავართქილაძე დომინირებდა და მიუხედავად მისი მდევარი Toskovic-ის მრავალგზის მცდელობისა, სანდროს მისთვის შანსიც კი არ მიუცია. Baby Endurance International 2020-ის რბოლა, რა თქმა უნდა, ქართველი ავტომრბოლელის, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონის, სანდრო თავართქილაძის ტრიუმფით დასრულდა.


მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაძაბული გამოდგა. გიორგი დათუაშვილი და გერმან ბულხალცევი, ბოლო წამამდე  პოდიუმისთვის იბრძოდნენ. დამსახურებული მესამე ადგილი გიორგი დათუაშვილმა მიოპვა. ამ მეტად სანახაობრივ რბოლას, ხორვატული Dim Racing-ის წარმომადგენელთან, ერთად უძღვებოდნენ და კომენტირებას უწევდნენ: ლევან მიმინოშვილი და ბექა ჯიქია. აღსანიშნავია, რომ საუკეთსო 10 სიმრეისერს შორის, 6 ქართველი წარმოამდგენელია. 

 

შეგახსენებთ, რომ სსსფ-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „სიმულექს რეისინიგის” ერთობლივი მუშაობით, 2020 წელს ჩატარდა „Georgian Digital Championship 2020“-ის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სიმრეისერებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.

მსგავსი სტატიები

Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა
2020-07-09

ორგზის 2005-2006 მსოფლიოს ჩემპიონი, 38 წლის Fernando Alonso ფორმულა 1-ში დაბრუნდა. Alonso-მ, Renault DP World F1 Team-თან ორწლიან კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ხილვა 2021 წლის სეზონიდან შეგვეძლება

ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში
ვირტუალური ენდურანს რბოლა საქართველოში
2020-11-25

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება.

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა