Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს
2020-10-14

რა უნდა გავითვალისწინო რომ ხელოსანმა არ მომატყუოს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 რაც არ უნდა კარგი და საიმედო მანქანა შეიძინო, სერვის ცენტრში ვიზიტის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მანქანას პერიოდულად სჭირდება ცვეთადი დეტალების შეცვლა. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა ხელოსანმა, ჩასატარებელი სამუშაოები გაგიზვიადოს, რათა მეტის გადახდა მოგიწიოს. შესაბამისად დღევანდელი ბლოგ-პოსტისტში ვისაუბრებ თავდაცვის ხერხებზე.

ინფორმაციის მოძიება - სანამ სერვის ცენტრს ესტუმრები, უპირველეს ყოვლისა, მოიძიე ინფორმაცია ავტომობილის შესახებ. Facebook-ში  მოძებნე და გაწევრიანდი კონკრეტული ბრენდის კლუბში, დასვი კითხვა და დაელოდე გამოცდილი მძღოლის პასუხს.

სერვის ცენტრში სტუმრობა - დადგა მომენტი, როდესაც უნდა ესტუმროთ სერვის ცენტრს, მაგრამ არ იცით სად მიიყვანო ავტომობილი ? ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართე იმ მეგობრებს, თანამშრომელს თუ უბრალოდ ფეისბუქ მეგობარს, რომელსაც მეტნაკლებად ესმის ავტომობილები და გასცემს კარგ რჩევას. უკეთეს შემთხვევაში ჯობია მცოდნე ადამიანი თან გაიყოლო.

დიაგნოსტირება - იმისათვის, რომ ვიცოდეთ ავტომობილს რა აწუხებს, საჭიროა, სწორი დიაგნოსტირება. ზოგადად სავალი ნაწილის შემოწმება 10-15 ლარი ღირს, კომპიუტერული 30-35 ლარი. თუ მექანიკოსმა ზუსტი დიაგნოზი არ დასვა, არ დააწყებინო ავტომობილის შეკეთება. ასეთ შემთხვევაში ჯობია, ზედმეტი გადაიხადო და სხვა პროფესიონალს მიმართო.

შეფასება - „ჯიგარო გავაკეთოთ და მერე გავსწორდეთ“ ეს ფრაზა დაუშვებელია და ბევრ კითხვას აჩენს.  სანამ კონკრეტულ ფასს არ დაგისახელებენ არ დააწყებინო ავტომობილის დაშლა.

შეკეთების პროცეს - თუ გინდა, რომ ხარისხინად გაკეთდეს შენი ავტომობილი, სერვის ცენტრში მექანიკოსს, თავზე უნდა დაადგე და ადევნო თვალყური მუშაობის პროცესს.

 

მსგავსი სტატიები

როდის უნდა შევცვალოთ ჰიდრავლიკის ზეთი ?
როდის უნდა შევცვალოთ ჰიდრავლიკის ზეთი ?
2020-04-15

ყველამ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მანქანაში ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთის დროულად შეცვლა ან თუნდაც ანტიფრიზის, მაგრამ გვავიწყდება მთავარი, როგორიცაა: საჭის ჰიდრავლიკის ზეთის შემოწმება, დროთა განმალობაში ჰიდრავლიკის ზეთი კარგავს თავ

შეარჩიე სწორად საბურავები
შეარჩიე სწორად საბურავები
2019-12-24

სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის , ყველა სეზონი

როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
2019-11-22

„დადგა დრო და ჟამი სამსჯავროზე წარსდგენისა“ თქვენი გასაყიდი მანქანა ასახავს თქვენს ერთგვარ ფსიქოპორტრეტს და მაინც როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად ? პირადად მე ყოველთვის ვამჯობინებ მანქანისათვის ხელის შევლებას, რომელიც მაძლევს საშუალებას