2020-09-21

ლე-მანის 24 საათიანი რბოლის მიმოხილვა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 შაბათს 19 სექტემბერს, პარიზის დროით 14 საათსა და 30 წუთზე, სტარტი აიღო ლე-მანის 24 საათიანმა რბოლამ. სამწუხაროდ, კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის გამო, რბოლა მაყურებლის გარეშე ჩატარდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ავტოდრომს ყოველ წლიურად დაახლოებით 250,000-ზე მეტი მაყურებელი სტუმრობს.



პოდიუმი - Le Mans Prototype (LMP1)-ის კლასში, გამარჯვება Toyota-ს გუნდს ერგო. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ტოიოტას ეკიპაჟის: კაზუკი ნაკადჯიმას, სებასტიან ბაუმის და ბრენდონ ჰარტლის დამსახურებაა. შეგახსენებ, რომ ტოიოტამ ლე-მანის 24 საათიანი რბოლა, ზედიზედ მესამედ მოიგო. იმავე კლასში, მეორე ადგილი, შვეიცარულ გუნდს, Rebellion-ს ერგო, ხოლო მეორე ადგილი ისევ Toyota-ს გუნდს. რაც შეეხება GTE-Pro-ს კატეგორიას, აქ დამსახურებული გამარჯვება, Aston Martin Racing-მა მოიპოვა. ხოლო GTE-Am-ში, საუკეთესო ეკიპაჟის ტიტული TF Sport-მა მოიპოვა.



სტარტი - პირველი ხაზი, რა თქმა უნდა, Toyota-ს ეკავა. მაიკ კონვეიმ, პოულ პოზიციიდან დაიწყო. მეორე ადგილიდან Rebellion-ის გუნდმა დასტარტა, ხოლო მესამედან კი ტოიოტას პილოტმა სებასტიან ბუემმა.


რბოლა, ტრადიციულად საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველივე მოსახვევში შერკინებაც შედგა. ბრუნო სენნამ შეუტია კონვეის, თუმცა ბრიტანელმა თავის დაცვა და ლიდერობის შენარჩუნება შეძლო, ხოლო სებასტიან ბუემიმ, რომელიც Toyota-ს გუნდის მეორე ბოლიდს მართავდა, შეეცადა შეეტია სენასთვის, თუმცა Rebellion-ის ბოლიდს საკმარისზე მეტი სიმძლავრე აღმოაჩნდა, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია Toyota-სთვის.


ერთის მხრივ, შვეიცარელების ბოლიდი Rebellion R13, სიმძლავრით კი ჩამოუვარდებოდა იაპონელების Toyota TS050 Hybrid-ს, თუმცა Rebellion-ის გუნდს, ფსონი ხომ მოჭიდებაზე ჰქონდა? მოსახვევებში ბრუნო სენნას, იდეალურად ეჭირა მაღალი სიჩქარე.


რამდენიმე მონაწილეს, პირველივე წრეზე ტექნიკურმა ხარვეზებმა შეახსენეს თავი. ასეთი იყო ანდრე ნეგრაო, რომელიც Signatech Alpine-ს მრბოლელი გახლავთ. ანდრე ნეგრაოს, ბოქსებში დაბრუნება მოუწია, რადგან ბოლიდს გაგრილების პრობლემა აღმოაჩნდა.


აბსოლუტ და LMP2-ის პირველ კლასში, მეექვსე პოზიცია, United Autosports -ის გუნდი დაეუფლა. რა თქმა უნდა, ეს ფელიპე ალბუკერკის და ალექს ბრანდელის დამსახურებაა. თავდაპირველად ალბუკერკის ბოლიდს, მოსვენებას არ აძლევდა Racing Team Nederland-ის მრბოლელი, გიდო ვან დერ გარდე, თუმცა ბრძოლაში United Autosports -ის მეორე პილოტი, ალექს ბრანდელისი ჩაერთო. დაძაბული ბრძოლა, თითქმის ნახევარი წრე გასტანა, United Autosports-ის ორივე ბოლიდი  დამსახურებულად წინ გაიჭრა.



ინციდენტი - რბოლის დაწყებიდან, თითქმის 30 წუთი იყო გასული, რა დროსაც პირველი ყვითელი დროშაც ააფრიალეს. პიტ ლაინთან მოსახვევში, Luzich Racing-ის ფერარი 488 GTE Evo მოსრიალდა, პილოტმა გაჩერება შეძლო, მაგრამ იქვე მყოფ, Dempsey-Proton Racing-ის პორშე 911 RSR, უსაფრთხოების ჯებირს დაეჯახა და მცირედი დაზინაებაც მიიღო.

გუნდებს და ეკიპაჟს, დაახლოებით 19 საათი ჰქონდათ დარჩენილი, რათა შედეგი დაედოთ. რბოლის ლოკომოტივი ტოიოტას გუნდი გახლდათ. ეს არავის უკვირს, რადგან Toyota Gazoo Racing-ის ჰიბრიდული ბოლიდი, ისეთივე არაჩვეულებრივ შედეგს აჩვენებს, როგორც ფორუმლა 1-ში, ლუის ჰამილტონის მერსედესი. ერთი შეხედვით ასეთი მშვიდი ვითარება ლე-მანის ისტორიას არ ახსოვს. განსაკუთრებული ინციდენტებსაც არ ჰქონდა ადგილი თუ მცირედ კონტაქტს არ ჩავთვლით, არც წვიმა წამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მეტეოროლეგებმა, თითქოსდა იწინასწარმეტყველეს. მოულოდნელად სიმშვიდე ქაოსმა ჩაანაცვლა, Rebellion-ის გუნდის ბოლიდი N3, ინდიანაპოლისის მოსახვევში, გზიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. ლუის დელეტრაზმა ბოქსებში მისვლა მოახერხა, თუმცა ძვირფასი დრო დაკარგა, რის გამ მეოთხე ადგილზე დაფინიშებას დასჯერდა.

 

ფინიშამდე, ზუსტად 15 წუთი იყო დარჩენი, რა დროსაც United Autosport-მა ბოქსებში, ფილიპ ჰანსონი გამოიძახეს. მას საწვავით შევსება ესაჭიროებოდა. აღნიშნული ეკიპაჟი, LMP2-ის კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა ბოქსებში სტუმრობამ, მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეს დააყენა. სამაგიეროდ წარმატების შანსი ენტონი დევიდსონის გუნდს  Jota-ს გაუჩნდა. სამწუხაროდ, მათი სიხარული წამიერი აღმოჩნდა, რადგან დევიდსონსაც დასჭირდა ბოქსებში სტუმრობა, მის ბოლიდს საწვავი თითქმის აღარ ჰქონდა. ამ ყველაფრმა კი ძვირფასი წუთები დააკარგვინა. რამდენიმე წუთში, United Autosport-ის ბოქსებში, ხასიათი ყველას გამოუკეთდა, მათ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში პირველი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.


2020 წლის, ლე-მანის 24 საათიანი რბოლა, უკვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ სეზონზე,  ტრიბუნები მაყურებლებით შეივსება და ლე-მანი ჩვეულ რითმს დაიბრუნებს 

 

მსგავსი სტატიები

თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
თბილისის თასი აღმართის დაძლევაში - 2020
2020-10-11

კვირას, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის მესამე ფინალური და თბილისის თასი 2020 წლის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება.

Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
2020-07-23

2020 წლის სეზონი, ფერარისთვის კატასტროფული გამოდგა. სამი ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასის ორთაბრძოლაში, სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari) მეხუთე პოზიციას იკავებს და საგრძნობლად ჩამორჩება მეტოქეებს. ზოგადად ფერარის პრობლემა მარტო არასაკმა

რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
რალის მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება
2020-07-24

კორონავირუსმა (Covid-19) თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო, პანდემიის გამო ცვლილებები რალის მსოფლიო ჩემპიონატსაც (World Rally Championship) შეეხო