2020-09-16

Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

„იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი“.
რიუნოსკე აკუტაგავა



                                                   

 „სიყვარული ერთი შეხედვით“, ასე დავახასიათებდი ნისანის კონცეპტუალურ მოდელს, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ წარმოგვიდგინეს. დიზაინს კარგად თუ დავაკვირდებით, პირველი თაობის Nissan S30-ის სილუეტს მარტივად შევამჩნევთ. ერთი სიტყვით Nissan Z Proto, ეს არის თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი. 



Nissan Z Proto აღჭურვილია 400 ცხენის ძალიანი 3,0 (VR30DDTT ) Twin-Turbo V6 ძრავით, ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ის არის, რომ Twin-Turbo V6 ძრავა დაწყვილებულია, 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. Nissan Z Proto, FM მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აწყობილი. მისი სიგრძე 4382 მმ-ს, ხოლო სიგანე 1850-ს შეადგენს. ძარა ისეთივე ყვითელ ფერშია შეღებილი, როგორც პირველი თაობის Nissan S30 თუ Nissan S31. მისი უკანა მაშუქები კი 300ZX-ის სტილშია შესრულებული.



Nissan Z Proto აღჭურვილია, სპეციალურად მისთვის დამზადებული, Dunlop SP Maxx-ის ტიპის საბურავებით. წინ 255/40 R19, ხოლო უკან 285/35 R19. რაც შეეხება მუხრუჭებს, ნისანს წინ მძლავრი, ექვსდგუშიანი სუპორტები დაუყენეს, უკან კი ოთხდგუშიანი.


ნისანის ინტერიერი, რეტროსპექტულ განწყობას ქმნის თუმცა თანამედროვე მასალები მაინცაა გამოყენებული. აქ დაგხვდება მულტიფუნქციური სპორტული საჭე, 12.3 ინჩის ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ხოლო კოკპიტში ჩაშენებულია, 9 ინჩიანი სენსორული ეკრანი. აღარაფერს ვამბობ,  ისეთ სტანდარტულ ფუნქციებზე, როგორიცაა wireless Apple CarPlay* and Android Auto, ნავიგაცია.  ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულია რეტრო სტილის დამატებითი ხელსაწყოთა პანელი, საიდანაც მიიღებ ინფორმაციას: ტურბოს ბრუნზე, ტურბოს წნევაზე და აკუმულიატორის ვოლტაჟზე.


ისტორია - კომპანია ნისანმა, ბიუჯეტური სპორტული ავტომობილი 1969 წელს გამოუშვა. პირველი თაობის Nissan S30, Yoshihiko Matsuo-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა. იაპონიის ბაზარზე Fairlady Z-ის სახელით იწარმოებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებში, როგორც Datsun 240z, შემდეგ კი Datsun 260z და Datsun 280z. დაბალი ფასის გამო, S30-მა მალევე დაიპყრო ბაზარი. 


მსგავსი სტატიები

„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!”
„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!”
2020-09-03

დიდიხნიანი ლოდინის შემდეგ, შტუტგარტელებმა ოფიციალურად წარადგინეს, S-Class-ის W223 მოდელი. S-Class სრულიად ახალ პლატფორმაზე MRA II აიგო. მერსედესის გაბარიტები საგრძნობლად გაიოზარდა. ავტომობილის სიგრძე, 5179 მმ, ხოლო სიგანე 1954 მმ-ს შეადგენს

საიდან წარმოიშვა აუქციონი
საიდან წარმოიშვა აუქციონი
2020-06-13

აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილეობის მიღება. აქუციონზე გამოტანილი ლოტი შეიძლება იყოს: ხელოვნების ნიმუში, ფასიანი ქაღალდი თუ ტრანსპორტი.

 Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
2020-10-26

სიტყვათა კომბინაცია, Brabus - Rocket უკვე მიგვითითებს, რომ ეს არის რაღაც არაორდინალური მოდელი, რომელიც მხოლოდ რჩეულებისთვისაა დამზადებული და საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს მისი შეძენა არ შეეძლება, რადგან ავტომობილის ფასი 435,000 ევრო ეღირ