2020-04-17

5 საავტომობილო თამაში, რომელიც კარანტინის დროს უნდა ითამაშო

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 კორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელებამ, ჩვენი დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა, მოგვიწია სხვადასხვა ღონისძიებების თუ სპორტულ აქტივობებზე უარის თქმა, ხოლო 17 აპრილის შუადღის 12:00 საათიდან, ავტომობილებით გადაადგილებაც აგვეკრძალა, მაგრამ არ ინერვიულო, ამ ოთხ დღეს ერთად როგორმე გადავაგორებთ. მე გთავაზობ გართობის ერთ საოცარ საშუალებას, ეს არის საავტომობილო ვიდეო თამაშები, რომელიც ძალიან საინტერესოა და დაგვეხმმარება დროის სწრაფად გაყვანაში.

Forza Horizon 4
– ამ თამაშის მეშვეობით, შენ გეძლევა შანსი გამოსცადო მსოფლიოს საუკეთესო მანქანები. შენი მისიაა უმასპინძლო Horizon-ის ფესტივალს, წინ გელოდება ყველაზე სანახაობრივი რბოლა.



DriveClub - ამ თამაშიც მოცემულია საუკეთესო სპორტული მანქანები, ტრასები, შეგიძლია ქსელში ეთამაშო მეგობრებს თუ თანამშრომლებს, მოკლედ დამიჯერე არ მოიწყენ.



Gran Turismo - მოიცავს 1,200-ზე მეტ მანქანას, ეს თამაში დაგეხმარება დახვეწო მძღოლის უნარები, მიიღო დაძაბულ რბოლებში მონაწილეობა და შენი თვალით იხილო, ეგზოტიკური ტრასები როგორიცა Silverstone და სხვა.



Dirt Rally- ამ თამაშის მეშვეობით შენ გეძლევა საშუალება, გახსნა უამრავი ოფიციალური სარბოლო მანქანა, ასევ მოგიწევს სხვადასხვა სირთულის, საკულტო გზების გავლა დედამიწის ყველა ნაწილში. უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ თუ შენი სარბოლო მანქანა დაიმტვრევა, შენ ვერ გააგრძელებ რბოლას და მოგიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.



Need for Speed Heat - ეს არის ცნობილი რბოლის სიმულატორის გაგრძელება. აქ შენი მისიაა, გახდე საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ქუჩის მრბოლელი. ამასთანავე უნდა შეეცადო გაექცე პოლიციას, რადგან პოლიცია გიჟური რბოლის მონაწილეების შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს.


 

 

მსგავსი სტატიები

განახლებული 2021 BMW M5
განახლებული 2021 BMW M5
2020-06-17

სოციალურ ქსელში, განახლებული M5 და M5 Competition-ის სურათები და პირველადი მონაცემები გამოჩნდა. ბავარიელის ოფიციალური პრემიერა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართველ ავტომოყვარულებს M5-ის რისხვის გარდა არავი

მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
2020-12-08

ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. ჰაერი დაბიძნურებულია, ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწა

MINI - გაცოცხლებული ისტორია
MINI - გაცოცხლებული ისტორია
2020-03-11

დიდი ბრიტანეთი უკიდურესად კონსერვატიულ ქვეყანად ითვლება, მათ ცხოვრებაში ტრადიციებს, ისტორიას უზარმაზარი როლი უკავია. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ეს მოდური „Mini Remastered“ და მაინც საიდან წამოვიდა იდეა და რა იყო მთავარი ინსპირაცია ?