2020-08-31

ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2020 წლის 30 აგვისტოს, ბელგიაში ფორმულა 1-ის რიგით მეშვიდე ეტაპი გაიმართა. რბოლას, რა თქმა უნდა, არდენების რეგიონში, მდებარე ავტოდრომმა „Circuit de Spa-Francorchamps“-მა უმასპინძლა.  


საბურავები - კომპანია Pirelli-იმ ბელგიაში: Hard, Medium და Soft-ის შემცვლელად შედარებით რბილი, С2, С3 და С4 ტიპის საბურავები წარადგინა. აღნიშნულმა საბურავებმა, პილოტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან ბელგიაში ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო ავტოდრომზე +30, შესაბამისად საბურავებს გახურება უჭირდათ. რიკარდომ, ელონმა, ოკონმა, პერესმა, სტროლმა, ნორისმა და ლეკლერმა, Soft-ის ტიპის საბურავი აირჩიეს. გასლიმ კი Hard, ხოლო დანარჩენებმა რბოლა Medium-ით დაიწყეს. 


პოდიუმი - ბელგიაში, ფრანკორშარმის „Circuit de Spa-Francorchamps“ ავტოდრომზე 44 წრე ტრადიციულად პირველმა, ლუის ჰემილტონმა დასძლია,მან კარიერაში რიგით, 89-ე გამარჯვება მოიპოვა. პოდიუმზე მეორე ადგილი ვალტერი ბოტასმა, ხოლო მესამე ადგილი მაქს ფერსტაპენი დაიკავა.


სწრაფი წრე - „Circuit de Spa-Francorchamps“ ავტოდრომზე, ყველაზე სწრაფი წრის ავტორი, ამჯერად Renault-ს პილოტი, დანიელ რიკარდო აღმოჩნდა. მისი შედეგი შემდეგნაირია: 1:47.483 (234,589 კმ/სთ)


სტარტი - სტარტის წინა ხაზი, რა თქმა უნდა, Mercedes-ის პილოტებს ლუის ჰემილტონს და ვალტერი ბოტასს ეკავია. მესამეზე მაქს ფერსტაპენი, ხოლო მეოთხე პოზიციიდან დანიელ რიკარდომ დასტარტა.


ბელგიის გრანპრი, ესპანელი მრბოლელისთვის კარლოს საინსისთვის უიღბლო გამოდგა. სტარტისკენ მიმავალ საინსის ბოლიდს, დაკვამლიენება დაეწყო, ხარვეზის გამოსასწორებლად ბოქსებში დაბრუნდა, მაგრამ პრობლემა იმდენად სიღრმისეული აღმოჩნდა, რომ რბოლას გამოეთიშა.


სტარტმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ჰემილტონმა ლიდერობა შეინარჩუნა. ოკონმა აჯობა ელბონს, რომელმაც ცუდად დასტარტა, ხოლო ლეკლერმა შეძლო მერვე ადგილზე გადანაცვლება. გასლიმ აჯობა, კვიატს და პერესს. სამწუხაროდ რაიკონენმა პოზიციები დაკარგა.

რბოლა - ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მეორე წრეზე პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  1. ჰემილტონი
  2. ბოტასი
  3. ფერსტაპენი
  4. რიკარდო
  5. ოკონი
  6. ელბონი
  7. სტროლი
  8. ლეკლერი
  9. გასლი
  10. პერესი

მე-3 წრეზე, გასლი და ლეკლერი მერვე ადგილისთვის შეერკინენ, თუმცა ლეკლერს დათმობა მოუწია.

მე-4 წრეზე ლეკლერს პერესმაც სძლია, ხოლო რაიკონენმა მეთხუთმეტე პოზიციისთვის მაგნუსენს შეუტია.

მე-6 წრეზე, ნორისმა გადაასწრო ლეკლერს. მაგნუსენს კი პოზიციის დათმობა მოუწია, მან თითქმის უბრძოლველად რასელი და გროჟანი გაატარა.

მე-7 წრეზე, კვიატმა სძლია ლეკლერი და მეთერტმეტე პოზიცია გაინაღდა.


მეათე წრეზე პირველი ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ჰემილტონი
  2. ბოტასი
  3. ფერსტაპენი
  4. რიკარდო
  5. ოკონი
  6. ელბონი
  7. სტროლი
  8. გასლი
  9. პერესი
  10. ნორისი

მოულოდნელობები - მეათე წრეზე, ანტონიო ჯიოვინაზი, მე-13 მოსახვევიდან გამოდიოდა, მოულოდნელად ის გზიდან გადავარდა და ძლიერ დაიმტვრა. ჯიოვინაზის ბოლიდს, საბურავი მოსწყდა და რასელის მანქანას მოხვდა. საბედნიეროდ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.


ავტოდრომზე უსაფრთხოების ავტომობილი გამოვიდა. ყველა მრბოლელმა, გასლისა და პერესის გარდა, საბურავები შეცვალეს. მათ არჩევანი Hard-ის ტიპის საბურავზე შეაჩერეს.


მე-14 წრეზე, რბოლა „დარესტარტდა“ ლუის ჰემილტონმა ლიდერობა ჩვეულ რითმში შეინარჩუნა და წინ გაიჭრა, ჩამოიტოვა კოლეგები. მალევე ჰემილტონი ინჟინერს დაუკავშირდა, ის ჩიოდა თითქოსდა ბოლიდს სიმძლავრე დააკლდა, მაგრამ ინჟინრებმა დაამშვიდეს და დაარწმუნეს, რომ Mercedes საფრთხე არ ემუქრებოდა.


კონტაქტი - მე-19 წრეზე, გუნდელებს შორის მცირედ კონტაქტს ჰქონდა ადგილი. ლეკლერმა შეუტია ფეტელს, თუმცა გერმანელმა პოზიციის შენარჩუნება შეძლო.

დასკვნითი ნაწილი - რბოლა დასასრულს უახლოვდებოდა, უკან დახევას არავინ აპირებდა. 34-ე წრეზე, პერესმა და გასლიმ, რაიკონენს გადაუსწრეს, ხოლო 36-ე წრეზე, მაგნუსენმა საბურავების შეცვლა გადაწყვიტა. პერესმა კვიატს მეცხრე პოზიციისთვის შეუტია. 37-ე წრეზე, კვიატმა ბოქსებიდან დირექტივა მიიღო: უნდა გაეშვა გასლი, მას სხვა გზა არ ქონდა, ბრძანებას დაემორჩილა. 43-ე წრეზე გასლიმ მერვე პოზიცია მოიპოვა, მან სტროლი დაამრცხა. ბოლო წრეზე, ოკონმა დამსახურებული მეხუთე პოზიცია გამოიმუშავა, მან ელბონისთვის გადასწრება მოახერხა. ზოგადად ბელგიის გრან-პრი, რენოსთვის საუკეთესოა, რადგან რიკარდომ და ოკონმა, მე-4 და მე-5 ადგილიზე დააფინიშეს. ბოლო წრეზე ჰემილტონის და ბოტასის საბურავები ძალიან გაცვთდა. Mercedes-ის მრბოლებებს, მოსახვევში ე.წ. Bus Stop-ის ჩაჭრა უწევდათ თუმცა ამ შანსით ფერსტაპენმა ვერ ისარგებლა, რადგან მასაც მოუწია ტემპის დაგდება.

მსგავსი სტატიები

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.

ლუის ჰამილტონმა Styrian Grand Prix-ის კვალიფიკაცია მოიგო.
ლუის ჰამილტონმა Styrian Grand Prix-ის კვალიფიკაცია მოიგო.
2020-07-11

დღეს ავსტრიის (Styrian Grand Prix) გრანპრის კვალიფიკაცია, კოკისპირული წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, ეს ურთულესი რბოლა, Mercedes-ის პილოტის ტრიუმფით დასრულდა

ლე-მანის 24 საათიანი რბოლის მიმოხილვა
ლე-მანის 24 საათიანი რბოლის მიმოხილვა
2020-09-21

შაბათს 19 სექტემბერს, პარიზის დროით 14 საათსა და 30 წუთზე, სტარტი აიღო ლე-მანის 24 საათიანმა რბოლამ. სამწუხაროდ, კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის გამო, რბოლა მაყურებლის გარეშე ჩატარდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ავტოდრომს ყოველ წლიურად