2020-08-19

ესპანეთის გრან-პრის მიმოხილვა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 კვირას 2020 წლის 16 აგვისტოს, ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ავტოდრომზე გაიმართა. კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, FIA-მ მაყურებლები ისევ არ დაუშვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანეთის გრან პრის ისტორიაში, აგვისტოს თვეში რბოლა პირველად ჩატარდა. ამინდი + 29-30c დაფიქსირდა, ხოლო ავტოდრომზე +48-47c. მონაწილეებს მაღალი ტემპერატურა აწუხებდათ, მაგრამ რას გაეწყობოდნენ ?


კომპანია Pirelli-იმ, ბარსელონაში ტრადიციულად უხეში (Hard С1) საბურავები ჩამოიტანა, ის იმდენად უხესი აღმოჩნდა, რომ ვერ უზრუნველყოფდა შესაბამის მოჭიდებას და გუნდები ცდილობდნენ, როგორმე Hard (С1)-ის ტიპის საბურავები  არ გამოეყენებინათ რბოლაში. ძირითადი აქცენტი გაკეთდა Soft (С3) დ Medium (С2) შორის.



პოდიუმი - ესპანეთის გრან პრი, „Circuit de Barcelona-Catalunya“ ავტოდრომზე 66 წრე პირველმა ლუის ჰემილტონმა დასძლია. მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა, ხოლო მესამე ადგილი ვალტერი ბოტასმა დაიკავა.



სწრაფი წრე - „Circuit de Barcelona-Catalunya“ ავტოდრომზე, ყველაზე სწრაფი წრის ავტორი, Mercedes-ის პილოტი ვალტერი ბოტასი გახლავთ (Lap Record 1:18.183) - 214,343 კმ/სთ


სტარტი - ფეტელმა, რიკარდომ, ესტებან ოკონმა, რაიკონენმა,  გროსჟანმა, ნიკოლას ლატიფმა და ჯოვინაზიმ რბოლა Medium-ის საბურავებით დაიწყეს, დანარჩენებმა კი Soft-ით. სტარტზე ლიდერობა, როგორც ყოველთვის ჰემილტონმა შეინარჩუნა, ხოლო მაქს ფერსტაპენმა და ლენს სტროლმა, ვალტერ ბოტასისთვის გადასწრება შეძლეს. AlphaTauri-ის და Haas-ის პილოტებმა, პიერ გასლიმ და კევინ მაგნუსენმა ორი პოზიცია გამოიმუშავეს. სამწუხაროდ ლანდო ნორისმა ორი პოზიცია დაკარგა.


რბოლა - ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მეორე წრეზე პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  1. ჰემილტონი
  2. ფერსტაპენი
  3. სტროლი
  4. ბოტასი
  5. პერესი
  6. ალბონი
  7. საინს
  8. გასლი
  9. ლეკლერ
  10. ნორისი

მეხუთე წრეზე, ვალტერი ბოტასი და სტროლი მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ, გამარჯვება მერსედესის პილოტს ერგო. რაღაც მომენტში პელეტონი გადაიჭიმა, მრბოლელებს შორის დისტანცია მცირედი იყო და შეტევის განხორციელებისთვის სიჩქარე არ ყოფნიდათ.


მეთვრამეტე წრეზე, Red Bull-ის მრბოლელმა ალექსანდრ ალბონმა, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, მან ბოლიდს Hard-ის ტიპის კომპლექტი დაუყენა. ამ გადაწყვეტილებამ კი გუნდი აიძულა ალბონისა და ფერსტაპენის სტრატეგია გაემიჯნათ, თუმცა Hard-ის ტიპის საბურავები Red Bull-ის პილოტებს აღარ გამოუყენებიათ. მხოლოდ 22-ე წრეზე, ფერსტაპენმა ბოლიდს, Medium-ის ტიპის საბურავები დაუყენა. მიზეზი ისი იყო, რომ „მისი თქმით საბურავები მალე ცვთება" და ამის გამო წრეზე 1 წამით ჩამორჩებოდა ჰემილტონს.


ესპანელმა მრბოლელმა, კარლოს საინსმა, მე-11 პოზიციისთვის ალექსანდრ ალბონს შეუტია და გადასწრებაც შეძლო.36-ე წრეზე პირველი ათეულის პოზიცია კვლავ შეიცვალა და შემდეგნაირად გამოიყურებოდა

  1. ჰემილტონი
  2. ფერსტაპენი
  3. ბოტასი
  4. სტროლი
  5. პერესი
  6. საინს
  7. ალბონი
  8. გასლი
  9. ნორისი
  10. ლეკლერი


მოულოდნელობები - 38-ე წრეზე შარლ ლეკლერის ფერარი მოულოდნელად გაჩერდა, ძრავა ჩაქვა. ლეკლერმა ღვედებიც კი ჩაიხსნა რათა ბოლიდი დაეტოვებინა, მაგრამ მოულოდნელად ისევ დაიქოქა. შარლ ლეკლერი უმალ ბოქსებში გაეშურა, მაგრამ სკუდერია ფერარიმ ბოლიდი რბოლიდან მოხსნა, რადგან ელექტროობაში წუნი აღმოაჩინეს. ზოგადად 2020 წლის სეზონი ფერარისთვის სრული კატასტროფა გამოდგა.


დასკვნითი ნაწილი - რბოლა დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ უკან დახაევას არავინ აპირებდა. 57-ე წრეზე სტროლმა შეუტია ფეტელს, ისინი მეხუთე ადგილისთვის იბრძოდნენ, სამწუხაროდ ფეტელის საბურავები გაცვეთილი იყო, შესაბამისად პოზიციის დათმობა მოუწია. ესტებან ოკონმა კი კევინ მაგნუსენს ძლია და მე-13 პოზიცია გაინაღდა. 59-ე წრეზე რაიკონენმა, რასსელს მოუგო მე-15 პოზიციისთვის ორთაბრძოლა. მე-60 წრეზე საინსმა შეტევა განახორციელა, თავის დაცვას ფეტელი ვეღარ ახერხებდა, როგორც აღვნიშნეთ მისი საბურავები გაცვეთილი იყო. სებასტიან ფეტელმა სულ არაფერს გარანტირებული მე-7 ადგილი ამჯობინა. თუ წინა რბოლებს გადავხედავთ, მეშვიდე ადგილი ფეტელისთვის დიდი მიღწევაა. ხოლო 61-ე წრეწე კი რაიკონენმა მე-14 პოზიციის განაღდებაც შეძლო, მან მაგნუსენს სძლია.


 

მსგავსი სტატიები

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა

11 ოქტომბერს, აღმართის დაძლევის ჩემპიონატი 2020 გაიმართა
11 ოქტომბერს, აღმართის დაძლევის ჩემპიონატი 2020 გაიმართა
2020-10-13

11 ოქტომბერი, ქართული ავტოსპორტისთვის და გულშემატკივრებისთვის, კიდევ ერთი შესანიშნავი დღე იყო. პანდემიის მიუხედავად, სამადლო-კოჯორის 5,14 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, 2020 წლის აღმართის დაძლევის ჩემპიონატის, მესამე ფინალური და თბილისის თასი

კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
2020-02-05

17-19 აპრილს შანხაის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი „Chinese Grand Prix 2020“ უნდა გაიმართოს, თუმცა არის იმის ალბათობა რომ ჩინეთის გრან-პრი გაუქმდეს. ამის მიზეზი კი ახალი ტიპის ვირუსია „coronavirus“, რომელმაც უამრ